LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია

47321102_1956614747707197_7893695714436317184_n

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია. მრავალწლიანი ისტორიის მქონე რადიოსადგურს განვითარება არც ერთ ეტაპზე შეუწყვეტია და მსმენელს, გულშემატკივარს თუ მხარდამჭერს მუდმივი სიახლეებით ყველა სეზონსა თუ ეტაპზე ანებივრებს.

რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე „ტვ პირველის“ „საქმიან დილას“ ესტუმრა.

„ყველაფერი დაიწყო 22 წლის წინ, როდესაც მამამ მთხოვა, მიმეღო მონაწილეობა მოლაპარაკების პროცესში ამერიკულ კომპანიასთან. ეს იყო მაშინ ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ დაეარსებინათ რადიოსადგური საქართველოში,“ – იხსენებს „ტვ პირველთან“ თამარ ჩიგოგიძე.

დღეს ოთხი წამყვანი რადიოსადგურისა და „ფორტუნა აკადემიის“ უკან ქალი დგას, რომელიც რეიტინგის სათავეში ყოფნას არავის უთმობს. ახლა თამარ ჩიგოგიძე თიბისი-ს დაჯილდოვების ფინალისტია და ქალი მეწარმის სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები