LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Professional of the Year – რადიო ჰოლდინგი „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი რადიოს სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

1160
j (4)

„წლის პროფესიონალი“ – რადიო ჰოლდინგი „ფორტუნას“ გენერალურ დირექტორი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა  და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. თამარ ჩიგოგიძეს ჯილდო რადიოს სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ დაჯილდოების რიგით მეთექვსმეტე ცერემონია სადღესასწაულო გალა-ვახშამის ფორმატში გაიმართა. ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოება რომელიც საქართველოში ტარდება.

დაჯილდოების შემდეგ “ფორტუნას” გენერალურმა დირექტორმა თამარ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ჰოლდინგი სექტორის განვითარების მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ორგანიზატორების მიმართ ამ დაფასებისთვის. ეს ჯილდო არის ჩემი გუნდის ურყევი მხარდაჭერისა და თანადგომის შედეგი და მე უზომოდ მადლობელი ვარ მათი ერთგულებისთვის და თავდადებისთვის.

ჩვენი კომპანია დაარსების დღიდან არის ინდუსტრიის ლიდერი, რაც არის ძალიან საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლო. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ზრუნვას როგორც ჩვენი კომპანიის, ასევე სრულიად სექტორის ზრდასა და წინსვლაზე“, – განაცხადა თამარ ჩიგოგიძემ.

პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო leader of the Year ოცდათხუთმეტ ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა ფინანსურ ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით.

მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“ წლის ლიდერი კომპანია გახდა – ბათუმში „ქართული ბრენდის დღე“ გაიმართა

ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს 2015 წლიდან. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია, ამ პერიოდიდან  ბიზნეს-კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year”, რომელიც დაპატენტებულია მსოფლიო საპატენტო ორგანიზაცია WIPO-ს მიერ. ეს დიდი ნდობა განპირობებულია იმით, რომ  წარმატებული ბიზნეს კომპანიების გამოვლენა და წარდგენა ამ პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე, მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს ყველა სფეროს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით. რეიტინგები დგება ციფრებზე დაყრდნობით, რაც გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს და ობიექტურობის გარანტიას იძლევა. ვლინდება რეიტინგის ოქროს ტოპ ათეული ყველა სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით და არა ას ან თუნდაც ათას კომპანიას შორის, იმის მიხედვით თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, დანახარჯები დასაქმებულებზე და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები. ღონისძიებაზე ბიზნეს დაჯილდოების ფორმატის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ უცხოური კომპანიები, რაც იმას ნიშნავს რომ დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ. მსოფლიოს წარმატებული კომპანიების ურთიერთგაცვლა სხვადასხვა ქვეყნებში ანალოგიურ ღონისძიებებზე ხელს უწყობს ბიზნესის, ტურიზმის და საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ასევე,  კომპანიების ცნობადობა მაღლდება და სანდოობა საქართველოს ფარგლებს სცდება.

ბიზნესის გარდა, კავშირის ერთერთი პრიორიტეტულ მიმართულებას სახელოვნებო სფერო წარმოადგენს. 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო – ადამიანი ისტორია – Person-history, გადაეცემათ პირებს, რომლებმაც ისტორიული კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში მოღვაწეობით და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას. ჯილდოს მფლობელები არიან: ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა, ნანი ბრეგვაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, ნონა გაფრინდაშვილი, ლანა ღოღობერიძე და ბევრი სხვა; წელს ღონისძიებაზე ჯილდო Person-history და Bests of Georgia გადაეცათ ბატონ მურმან ჯინორიას, გიორგი კალანდიას, ლიზა ბაგრატიონს, მერაბ სეფაშვილს და რეზო ჩხიკვიშვილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები