LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აპირებს შარლ მიშელი საქართველოში – ვიზიტის პროგრამა ცნობილია

74
shutterstock-1205551408

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში დღეს 15:00 საათზე ჩამოდის. მიშელი მორიგი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს, როგორც პრემიერმინისტრთან და პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან.

კერძოდ, 15:30 საათზე ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

"საქართველოს გაუმარჯოს!" - შარლ მიშელმა "ტვიტერზე" ქართულად დაწერა

ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ტვიტერზე" ეხმიანება.

ასევე, დაგეგმილია შარლ მიშელის პირისპირ შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის დასრულების შემდეგაც, ის საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება.

შესაბამისად, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტს ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდნენ, თუმცა გუშინ მედიატორ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდნენ, დღეს პარლამენტში მივლენ. რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე, ასევე „გირჩის“ ლიდერები.

საღამოს 21:00 საათზე კი გაიმაფრთება სადილი სალომე ზურაბიშვილის სახელით.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გუშინ, 19 აპრილს დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g