LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რას ერჩით ამ გოგოს?…შეეშვით და შეარგეთ, მსოფლიო დონის მომღერალია აღუწერელი ტალანტით” – რას წერს ნუცა ბუზალაძის ერთ-ერთი გულშემატკივარი

4560
BeFunky-collage - 2023-04-18T223136.239

ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის ერთ-ერთი გულშემატკივარი, რუსკა ბუზიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის აღნიშნავს, ნუცა სადაც მიდის, ყველგან ხმამაღლა ამბობს რომ არის ქართველი, უყვარს საქართველო და ეამაყება მისი წარმომავლობა.

„ეს გოგო არის მსოფლიო დონის მომღერალი, აღუწერელი ტალანტით, ნიჭით რომელიც ერთი-ორს თუ აქვს ჩვენს გარშემო, ეს გოგო არის ეტალონი იმისა თუ როგორ არ უნდა დანებდე, იბრძოლო და მიაღწიო იმას, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდი, ეს გოგო არის სახე იმისა, როგორ არ უნდა დაივიწყო სად დაიბადე რა სად გაიზარდე, სადაც წავიდა ყველაფერი მოიგო და ბოლოს მაინც საქართველოში ბრუნდებოდა, ყოველთვის!

დუბაიში ცხოვრობს 1 წელია და არც ერთ შემოთავაზებაზე, ქართული ტელესივრციდან, უარი არ უთქვამს მოფრინავდა და მიფრინავდა მაგრამ, ყოველთვის რჩებოდა მისი ქვეყნის სახედ სხვადასხვა ქვეყნის დიდ სცენებზე, ყოველთვის ყველგან ამბობდა რომ იყო ქართველი, იყო პატარა მაგრამ საამაყო, ულამაზესი საქართველოდან.

დღეს, პირველი ქართველია, რომელიც მოხვდა ამხელა მასშტაბის სცენაზე, ამერიკაში და ერთადერთი არა ამერიკელი, რომელმაც შეძლო და 15 000 მონაწილიდან 26 საუკეთესოში მოხვდა, ერთადერთი ქართველია, რომელსაც ლაიონელ რიჩი სიამაყით, ფეხზე ამდგარი უკრავს ტაშს და ეუბნება რომ ის არის ფენომენალური შემსრულებელი…

გოგო, სადაც მიდის, ყველგან ხმამაღლა ამბობს რომ არის ქართველი, უყვარს საქართველო და ეამაყება მისი წარმომავლობა, ახლა ყველაზე მეტად რომ სჭირდება გვერდში დგომა, რატომ ვერ ისვენებენ ეს ვაი პატრიოტები მართლა არ მესმის, ჩემზე მეტად ბევრს არ სძულს რუსეთი და ეს იცით, ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ რას ვფიქრობ, იმ მომღერლებზე, რომლებიც წავიდნენ და დარჩნენ ოკუპანტი ქვეყნის მიწაზე, აიწყვეს ბიზნესები და დაიკიდეს საიდან არიან მაგრამ, რას ერჩით ამ გოგოს? სხვა გზა ჰქონდა? ქართული ტელე შოუებით რამეს გახდებოდა? ერთი ადამიანი დამისახელეთ, რომელსაც ქართულმა ტელე სივრცემ მისცა საშუალება რომ მსოფლიო მასშტაბის სცენაზე დამდგარიყო, სულ ერთი მომღერალი, მეტი არა.

გაიგეთ რომ არაა საქართველოში ის მასშტაბი რომ არ წახვიდე სხვა ქვეყნის კონკურსებში, დიახ წავიდა რუსეთში, პირდაღებული დატოვა მთელი ,,ესტრადა” ჟიური, რუსებზე წინ დააყენეს იმდენად მაგარი გოგოა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები გაწირეს და 100/100 ხმით გადაჰყავდათ ტურიდან-ტურში, გამონაკლისი დაუშვეს და მეორედ მიიწვიეს, მეორედაც ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს ქართველ გოგოს რუსი ჟიური, დიახ წავიდა და დააჩოქა რუსული შოუბიზნესი, აქ მთავარი იცით რა არის? არასდროს დავიწყებია ეთქვა რომ იყო ქართველი და დაანახა ქართველების ძალა, წავიდა მაგრამ დაბრუნდა.

წავიდა თურქეთში, აალაპარაკა მთელი თურქეთი მაგრამ, დაბრუნდა! წავიდა ალბანეთში, მოიგო პროექტი, აალაპარაკა მთელი ქვეყანა მაგრამ, დაბრუნდა! ამერიკაშია გოგო,მწვერვალებს იპყრობს მაგრამ, რამდენიმე დღის წინ საქართველოში იყო და ამბობდა რომ საქართველოა მისი სახლი და ყოველთვის,როდესაც წამი გამოუჩნდება ჩამოვა და იმღერებს მისი საყვარელი ქართველებისთვის,მისთვის საყვარელ ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში.

შეეშვით, შეარგეთ, მარტო თავისთვის არ აკეთებს, რასაც აკეთებს მთელმა ამერიკამ კი არა მთელმა მსოფლიომ გაიგო რომ ჯორჯია მხოლოდ შტატი არაა, American Idol არაა უბრალო შოუ, რომელშიც ყველა ხვდება, რომ არა რუსული, თურქული, ალბანური შოუები და მიღწევები, რომ არა დუბაი და კარიერა დუბაიში, მხოლოდ ქართული ,,ნიჭიერით” ,,X ფაქტორით” თუ სხვა პროექტებით, ვერ შეძლებდა ამ პროექტში ამდენს, როგორი მაგარიც არ უნდა იყო, პირველი რამდენიმე ტური, სანამ უშუალოდ ჟიურისთან არ წარდგები, არაფერი აინტერესებთ შენი ბექრაუნდის გარდა, ანუ რას მიაღწიე აქამდე. უი ხო მართლა, არც abc-ია ტელევიზია, რომელშიც ყოველდღე საუბრობენ ქართულ ენაზე, იამაყეთ ამითაც.

და ბოლოს, ნუ დაივიწყებთ რომ, ამ გოგოს საკუთარმა ქვეყანამ ევროვიზიაზე წასვლა არ აღირსა…
ხოდა რავი, სანამ ნანდურავები დარჩებით, ნუ დაივიწყებთ რომ ჩვენ თვითონ არ შევუქმენით პირობები, რომ წარმატებისკენ გაეკვალა გზა, საკუთარი ძალებით იბრძვის ყოველი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე…

გამარჯვება ნუცას, გოგონას სხვა სამყაროდან…
ნინო კანკავა, გმირი დედა ხართ”, – წერს რუსკა ბუზიაშვილი.

პოსტს აზიარებს ნუცა ბუზალაძე და გულშემატკივარს მადლობას უხდის:

„ძალიან ემოციური წასაკითხი იყო ჩემთვის…ახლახან ჩამიგდეს, დიდი მადლობა”.

“ის გავლენა, რომელიც შენ გაქვს აუდიტორიაზე, არ ისწავლება!” – ლაიონელ რიჩი ნუცაზე წერს

“ეს უკვე დიდი აღიარებაა!” – ზაზა შენგელია აფასებს ლაიონელ რიჩის ტვიტს, რომელიც ნუცა ბუზალაძეს მიუძღვნა

„ვითხოვ ყველა თქვენგანის ყურადღებას, არ მინდა ნუცა დაიჩაგროს – წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცეს…“ – ზაზა შენგელია წერს, რა გზით შეიძლება ნუცასთვის ხმის მიცემა

„ორშაბათს, დღის 5 საათზე ლოს-ანჯელესის დროით, ნიუ-იორკის დროით 8 საათზე და საქართველოს დროით, 18 აპრილს, დილის 4 საათზე, თქვენ უკვე შეძლებთ რომ მხარი დამიჭიროთ“ – ნუცა ბუზალაძის მორიგი მიმართვა

„მაღვიძარებს ვაყენებთ ორშაბათს 8pm-ზე, აბა ჩვენ ვიცით“ – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად ერთიანდებიან: ნახეთ, როგორ შეძლებთ ნუცასთვის ხმის მიცემას

ნუცა ბუზალაძისთვის შენიშვნის მიცემა კეტი პერის დარბაზმა არ აპატია – ვარსკვლავმა ნუცას გამო უარყოფითი შეძახილები დაიმსახურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g