LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორშაბათს, დღის 5 საათზე ლოს-ანჯელესის დროით, ნიუ-იორკის დროით 8 საათზე და საქართველოს დროით, 18 აპრილს, დილის 4 საათზე, თქვენ უკვე შეძლებთ რომ მხარი დამიჭიროთ“ – ნუცა ბუზალაძის მორიგი მიმართვა

787
fot

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამერიკულ მეგა შოუში American idol იღებს მონაწილეობას სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს კვლავ დეტალურად განუმარტავს, თუ როგორ შეიძლება მისთვის ხმის მიცემა.

„მაღვიძარებს ვაყენებთ ორშაბათს 8pm-ზე, აბა ჩვენ ვიცით“ – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად ერთიანდებიან: ნახეთ, როგორ შეძლებთ ნუცასთვის ხმის მიცემას

ცნობისთვის, იმისათვის, რომ ნუცამ შოუში მონაწილეობა გააგრძელოს საჭიროა ხმის მიცემა.

აღსანიშნავია, რომ ბუზალაძე ერთადერთი უცხოელია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს.

„ორშაბათს ლოს ანჯელესის დროით 5 საათზე , ნიუ იორკის დროით 8 საათზე და (საქართველოს დროით, 18აპრილი დილის 4 სთ) იწყება ლაივი! ♥️ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს!?♥️

? მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote,

?მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

?მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ჩემს ნომერზე რომელიც ორშაბათს გვეცოდინება და დავწერ!“, – ამბობს ნუცა.

„გთხოვთ, ეს პოსტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააშეარეთ! ძალიან მინდა მოხდეს ისეთი რამ, რაც ისტორიას არ ახსოვს“ – რა გზით შეიძლება ნუცასთვის ხმის მიცემა, მომღერალი გულშემატკივრებს მიმართავს

„თუ გსურთ, რომ მოვხვდე ტოპ 20 კონკურსანტს შორის, თითო ადამიანმა 30 ხმა უნდა მომცეთ! მართლა თქვენი იმედი მაქვს“ – ნუცა ბუზალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები