LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, ეს პოსტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააშეარეთ! ძალიან მინდა მოხდეს ისეთი რამ, რაც ისტორიას არ ახსოვს“ – რა გზით შეიძლება ნუცასთვის ხმის მიცემა, მომღერალი გულშემატკივრებს მიმართავს

764
fot (1)

ნუცა ბუზალაძე, რომელიც ასობით მონაწილიდან ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის TOP 24 მონაწილეს შორის მოხვდა და უკვე „ამერიკული ვარსკვლავის“ ძირითად შემადგენლობაშია, გულშემატკივრებს განუმარტავს, როგორ შეიძლება მისთვის ხმის მიცემა.

„იმედია ქართული დიასპორა არ დაიზარებს და გამოხატავს ღირსეულ მხარდაჭერას ნუცას მიმართ.. ეს კონკურსი უკიდურესად სუბიექტურია და მაყურებლების მხრიდან მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება“ – ზაზა შენგელია

მომღერალი ვრცელ პოსტში განმარტავს, რომ ხმის მისაცემად 3 გზა არსებობს და აქვე აღნიშნავს, რამდენი ხმის მიცემა შეუძლია თითო გულშემატკივარს ყოველ ტურში.

ნუცას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო გთხოვთ, ეს პოსტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააშეარეთ და წაიკითხეთ ყურადღებით.

გთხოვთ, ძალიან, ძალიან, ძალიან მინდა რომ მოხდეს ისეთი რამ, რაც ისტორიას არ ახსოვს. ამისთვის კი უკვე თქვენი ხმის მიცემაა საჭირო.

️რა გზით შეიძლება ხმის მიცემა ნუცასთვის ?

ხმის მისაცემად არსებობს 3 გზა:

  1. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote
  2. ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: DOWNLOAD THE AMERICAN IDOL iOS APP

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: DOWNLOAD THE AMERICAN IDOL ANDROID APP

  1. ხმის მიცემა შეგიძლიათ სმს-ის საშუალებით, პირობების გასაგებად ეწვიეთ: idolmobileterms.vote now.tv-

ტექსტური შეტყობინებით ხმის მიცემისთვის, უბრალოდ სმს გაგზავნეთ ნუცას ნომერზე, რომელიც ორშაბათს, 17 აპრილს,

საქართველოს დროით 14:00 საათზე მიენიჭება და მყისიერად გაცნობებთ.

რა პერიოდში შეიძლება ხმის მიცემა ნუცასთვის ?

ხმის მიცემა American Idol-ის კონკურსანტებისათვის უფასოა და ხმის მიცემის დროის მონაკვეთი ყოველ საკონკურსო კვირას იწყება და მთავრდება კონკრეტულ საათებზე. პირველ ლაივ ტურში ნუცასთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ამერიკის დროით ორშაბათს, 17 აპრილს (საქართველოს დროით სამშაბათს, 18 აპრილს), გადაცემების ტრანსლაციის დაწყებიდან 10 საათის განმავლობაში.

ვიდეო: „დარეგისტრირდით ბმულზე და შეგეძლებათ ონლაინ მომცეთ ხმა...თქვენი იმედი მაქვს, მიყვარხართ” - ნუცა ბუზალაძე

„დარეგისტრირდით ბმულზე და შეგეძლებათ ონლაინ მომცეთ ხმა...თქვენი იმედი მაქვს, მიყვარხართ” - ნუცა ბუზალაძე

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით ტრანსლაცია ტელეკომპანია ABC-ის ეთერში დაიწყება 17 აპრილს 20:00 საათზე და ხმის მიცემის პერიოდი გაგრძელდება გადაცემის დაწყებიდან, ანუ 17 აპრილის 20:00-დან, 18 აპრილის დილის 6:00-მდე.

ამერიკის დასავლეთ სანაპიროს დროით ტრანსლაცია ტელეკომპანია ABC-ის ეთერში დაიწყება 17 აპრილს 17:00 საათზე და ხმის მიცემის პერიოდი გაგრძელდება გადაცემის დაწყებიდან, ანუ 17 აპრილის 17:00-დან, 18 აპრილის ღამის 3:00-მდე.

საქართველოს დროით ტრანსლაციის ნახვა პირდაპირ რეჟიმში შესაძლებელი იქნება HULU.COM-ზე (ფასიანია) 17 აპრილის დილის 4:00 საათიდან და ამერიკაში ხმის მიცემის პერიოდი საქართველოს დროით 18 აპრილის 4:00-დან 18 აპრილის 14:00-მდე.

სწორად ამ დროის მონაკვეთში მაყურებლების მიერ მიცემული ხმებით ხდება კონკურსანტების გადარჩევა ყოველ ტურში. ვინც მაყურებლების მხრიდან ყველაზე მეტ ხმებს მოაგროვებს, ის კონკურსანტი გააგრძელებს შეჯიბრებას მომდევნო ტურში, ხოლო ვინც ყველაზე ნაკლებს, ის ტოვებს კონკურსს. შემდგომში პერიოდულად American Idol აპის და ვებსაიტის მეშვეობით გადაამოწმეთ ხოლმე, რათა გაიგოთ – ზუსტად როდის იწყება და როდის მთავრდება ხმის მიცემა ყოველ ტურზე.

რამდენი ხმის მიცემა შეუძლია თითო გულშემატკივარს ნუცასთვის ყოველ ტურში?

თითოეულმა გულშემატკივარმა თითო საკონკურსო ტურზე შეუძლია ნუცას მისცეს მაქსიმუმ ჯამურად 30 (!) ხმა ზემოთმითითებულ დღეებში და საათებში ხმის მიცემის სამივე მეთოდის გამოყენებით.

მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote,

მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის: DOWNLOAD THE AMERICAN IDOL iOS APP

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის: DOWNLOAD THE AMERICAN IDOL ANDROID APP

მაქსიმუმ 10 ხმა – სმს-ების საშუალებით, პირობების გასაგებად ეწვიეთ: idolmobileterms.vote now.tv“‚ – წერს ნუცა ბუზალაძე.

ქართველი მომღერალი ერთადერთი უცხოელია ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ პროექტში, სადაც მუსიკალურ ტალანტებს ირჩევენ.

ნუცას პირველმა გამოჩენამ ვარსკვლავური ჟიურის წინაშე, დიდი ოვაციები გამოიწვია.

ამავე თემაზე:

ვიდეო: „1 კვირაში დაიწყება ხმის მიცემა! აბა ჩვენ ვიცით” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა! – ფეხზე წამომდგარი ჟიური და აღფრთოვანებული დარბაზი: ნახეთ ნუცას საოცარი პერფორმანსი

„რთული გზა გავიარე აქამდე…“ – ნუცა ბუზალაძე მორიგი წარმატების შემდეგ გულშემატკივარს მიმართავს

ვიდეო: „ყველაფერს შენთვის ვაკეთებ“ – ნუცა ბუზალაძემ დედას ABC-ის პირდაპირი ეთერიდან ქართულად მიმართა

ვიდეო: „მამასთან ერთად არ ვიზრდებოდი და დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს მინახავს…მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა…ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ” – ნუცა ბუზალაძე

„სიურპრიზი! აქ ძალიან ბევრი ნიჭიერია“ – 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვედრილი ნუცა ბუზალაძე ლაიონელ რიჩისთან ერთად გადაღებულ სელფს აქვეყნებს

ნინო კანკავა: „ნუცა 4 წლის ასაკში შუაღამისას წამოხტებოდა და სიმღერას იწყებდა… მე მორჩილად ვუსმენდი, რადგან ვიცოდი, რამდენად უნდოდა სიმღერა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები