LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამასთან ერთად არ ვიზრდებოდი და დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს მინახავს…მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა…ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ” – ნუცა ბუზალაძე

2055
BeFunky-collage - 2023-04-11T001130.293

მომღერალი ნუცა ბუზალაძე გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმარია, სადაც დედის და მასთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

როგორც ნუცა საუბრობს, დედის უზომოდ მადლიერია, რადგან მან მთელი თავისი ცხოვრება მას მიუძღვნა.

„დედაჩემის მადლიერი ვარ. პირველ რიგში იმიტომ რომ ასეთი ადამიანია. ბავშვობიდან მინდოდა რომ მისთვის ბევრი რამე მეყიდა და ბევრი რამ შემექმნა. ასევე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემით ეამაყა. ამ პერიოდში ეს მართლაც ასე ხდება. არასდროს ეგონა, რომ ქუჩაში გააჩერებდნენ და ეტყოდნენ: თქვენი შვილი გვიყვარს.

სულ სხვა მომენტია, როდესაც მამასთან ერთად არ იზრდები. დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს არ მინახავს. მან მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა, შეყვარებულიც არ ჰყოლია, რომ მე ცუდად არ მეგრძნო თავი. 16 წლამდე დედაზე ვიყავი მიჯაჭვული. ამ ადამიანმა ძალიან დიდ სიყვარულში გამზარდა. დღეს მეც შემიძლია ყველა ადამიანის მისამართით სიყვარული გავცე”, – საუბრობს ნუცა ბუზალაძე.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა! – ფეხზე წამომდგარი ჟიური და აღფრთოვანებული დარბაზი: ნახეთ ნუცას საოცარი პერფორმანსი

ვიდეო: „ყველაფერს შენთვის ვაკეთებ“ – ნუცა ბუზალაძემ დედას ABC-ის პირდაპირი ეთერიდან ქართულად მიმართა

„რთული გზა გავიარე აქამდე…“ – ნუცა ბუზალაძე მორიგი წარმატების შემდეგ გულშემატკივარს მიმართავს

ვიდეო: „არც კი ვიცი როგორ ავხსნა ის ემოციები, რომელიც ახლა მაქვს და ეს გრძნობა გაგიზიაროთ” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ვიდეო: არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორ მამაკაცს ისურვებდა გვერდით? – მომღერალი პირად ცხოვრებაზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g