მსოფლიო მეგა შოუს American idol მონაწილე ნუცა ბუზალაძემ დედას, ნინო კანკავას ABC-ის ეთერიდან ქართულად მიმართა.
ნუცას ემოციურმა სიტყვებმა დედა აატირა.
ქართველი მომღერალი დედას დაჰპირდა, რომ მისით კიდევ უფრო მეტად იამაყებს.
„მე შენ ძალიან მიყვარხარ და ყველაფერს შენთვის ვაკეთებ,
ძალიან მაგრად იამაყებ, კიდევ და კიდევ უფრო მეტად იამაყებ ჩემით,“ – ამ სიტყვებით მიმართა ნუცამ დედას.
ცნობისთვის, ნუცა მეგა შოუს მომდევნო ტურში გადავიდა და 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა.