LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „განსაკუთრებით საამაყოა, რომ უკვე მეორედ მქონდა პატივი შემესრულებინა საქართველოსა და ამერიკის ჰიმნი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე“ – ნუცა ბუზალაძე 

140
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო და საქართველოს და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. 

ნუცა ბუზალაძე წერს, რომ ასეთ მნიშვნელოვან ონისძიებაზე ორი ქვეყნის ჰიმნის შესრულება მისთვის განსაკუთრებით საამაყოა. 

„დიდი პატივი იყო ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს 🇬🇪 და ამერიკის 🇺🇸 სახელმწიფო ჰიმნების შესრულება. განსაკუთრებით საამაყოა, რომ უკვე მეორედ მქონდა პატივი შემესრულებინა ორივე ქვეყნის ჰიმნი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და თავს უყრიდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სახელმწიფო მოხელეებსა და საპატიო სტუმრებს. ამავდროულად, აღინიშნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეც.

ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, ამერიკელი მეგობრების პატივსაცემად, შევასრულე „My Way“ სიმღერა, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ❤️“, – წერს ნუცა ბუზალაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g