LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა! – ფეხზე წამომდგარი ჟიური და აღფრთოვანებული დარბაზი: ნახეთ ნუცას საოცარი პერფორმანსი

3558
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამერიკულ მეგა შოუში American idol იღებს მონაწილეობას, მომდევნო ტურში გადავიდა. ნუცა 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა.

American idol-ის ოფიციალურ გვერდზე ქართველი მომღერლის გამოსვლა უკვე გაგვიზიარეს.

ნუცამ ცნობილი ჰიტი Proud Mary შეასრულა და სცენაზე, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლი დაანთო.

როგორც კადრებში ვხედავთ, ნუცა ჟიურის პირადად შეხვდა, სასიამოვნო სიახლე მისი მომდევნო ტურში გადასვლის შესახებ ნუცას სწორედ მათ აცნობეს. აღსანიშნავია, რომ ნუცამ ჟიურის წევრებს წინა ტურში მომხდარი უხერხულობის გამო მოუბოდიშა.

ნუცა ბუზალაძე ქართველ გულშემატკივარს სოციალურ ქსელში მიმართავს.

„უყურეთ ჩემს გამოსვლას რაზეც დიდი ხანი ვოცნებობდი,“ – წერს ნუცა და ვიდეოს გვიზიარებს.

ვიდეო: „ყველაფერს შენთვის ვაკეთებ“ – ნუცა ბუზალაძემ დედას ABC-ის პირდაპირი ეთერიდან ქართულად მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები