ნუცა ბუზალაძე მორიგი წარმატებული გამოსვლის შემდეგ გულშემატკივარს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.
ნუცა წერს, რომ წარმატებამდე მან რთული გზა გაიარა, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ მეგა პროექტში ერთადერთი უცხოელი კონკურსანტია.
„ტოპ 24 ამერიკის ვარსკვლავში!!! არ მჯეროდა, რთული გზა გავიარე აქამდე, განსაკუთრებით როცა ერთადერთი უცხოელი ხარ პროექტში…მაგრამ წინ ბევრი მაგარი გამოსვლა გველოდება?მიყვარხართ ძალიან!“ – მიმართავს ნუცა გულშემატკივარს და ახალ ფოტოებს უზიარებს.
ცნობისთვის, ნუცა მეგა შოუს American idol მომდევნო ტურში გადავიდა და 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა.
ვიდეო: „ყველაფერს შენთვის ვაკეთებ“ – ნუცა ბუზალაძემ დედას ABC-ის პირდაპირი ეთერიდან ქართულად მიმართა