LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედია ქართული დიასპორა არ დაიზარებს და გამოხატავს ღირსეულ მხარდაჭერას ნუცას მიმართ.. ეს კონკურსი უკიდურესად სუბიექტურია და მაყურებლების მხრიდან მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება“ – ზაზა შენგელია

299
fot (3)

„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის TOP 24 მონაწილეს შორის დასახელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველმა მომღერალმა თავისი ვოკალით და შესრულების მანერით,  შოკში ჩააგდო მრავალმილიონიანი ამერიკული აუდიტორია.

ამავდროულად, ზაზა შენგელია ახალა ნუცას მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ქართული დიასპორა მხარდაჭერას არ დაიზარებენ.

ვიდეო: „1 კვირაში დაიწყება ხმის მიცემა! აბა ჩვენ ვიცით” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ქართველი მომღერალი ერთადერთი უცხოელია ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ პროექტში, სადაც მუსიკალურ ტალანტებს ირჩევენ.

მხიარულება კადრს მიღმა: „ამერიკის ვარსკვლავის“ 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვედრილი ნუცა ბუზალაძე სახალისო ვიდეოს გვიზიარებს

ქართველი მომღერალი ერთადერთი უცხოელია ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ პროექტში, სადაც მუსიკალურ ტალანტებს ირჩევენ.

„ნუცამ თინა თერნერის და ბიონსეს ”Proud Mary”-ის ბრწყინვალე შესრულებით გადალახა ბოლო საკონკურსო ტური. მთლიანობაში, მან არაჩვეულებრივი სლალომით გაიარა ყველანაირი შესარჩევი ეტაპი, არაერთხელ ფეხზე დააყენა ჟიურის სამივე წევრი (მათ შორის პირადად ჩემი ინტერესი კონცენტრირებულია ლეგენდარული ლაიონელ რიჩის შეფასებებზე და რეაქციებზე✌️❤️), თავისი ვოკალით და შესრულების მანერით, მსუბუქ (ჯერჯერობით?) შოკში ჩააგდო მრავალმილიონიანი ამერიკული ტელეაუდიტორია… ეს ბუნებრივიცაა, რადგან 24 ფინალისტს შორის, ის ერთადერთი უცხოელია და მასზე ყურადღება ამის გამო გაათმაგებულია ??✌️❤️.

❗️❗️❗️ წინ ლაივ ტურებია, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტელემაყურებელთა სმს გზავნილებს, სადაც იმედია ქართული დიასპორა არ დაიზარებს და გამოხატავს თავის ღირსეულ მხარდაჭერას ნუცას მიმართ. ვიმეორებ იმას, რაც ადრე დავწერე:  ეს კონკურსი უკიდურესად სუბიექტურია თავისი ბუნებით და აქედან გამომდინარე ჟიურის და მაყურებლების მხრიდან დამოკიდებულებას და მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება ??✊.

❗️❗️❗️ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური დეტალი: ნუცას ყოველ ტურზე საინტერესოდ და რაც მთავარია გემოვნებით აცმევენ ქართველი დიზაინერები, რაც ძალიან სასიხარულოა, ეს მათთვისაც უნიკალური და რეალური შანსია, პოზიტიურად გაიტანონ თავიანთი თავი ამერიკულ ბაზარზე ????✌️

ძალიან მიყვარხარ, You Go Girl Nutsa Buzaladze ❤️???“, – წერს ზაზა შენგელია.

ამავე თემაზე:

ვიდეო: „1 კვირაში დაიწყება ხმის მიცემა! აბა ჩვენ ვიცით” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა! – ფეხზე წამომდგარი ჟიური და აღფრთოვანებული დარბაზი: ნახეთ ნუცას საოცარი პერფორმანსი

„რთული გზა გავიარე აქამდე…“ – ნუცა ბუზალაძე მორიგი წარმატების შემდეგ გულშემატკივარს მიმართავს

ვიდეო: „ყველაფერს შენთვის ვაკეთებ“ – ნუცა ბუზალაძემ დედას ABC-ის პირდაპირი ეთერიდან ქართულად მიმართა

ვიდეო: „მამასთან ერთად არ ვიზრდებოდი და დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს მინახავს…მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა…ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ” – ნუცა ბუზალაძე

„სიურპრიზი! აქ ძალიან ბევრი ნიჭიერია“ – 24 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვედრილი ნუცა ბუზალაძე ლაიონელ რიჩისთან ერთად გადაღებულ სელფს აქვეყნებს

ნინო კანკავა: „ნუცა 4 წლის ასაკში შუაღამისას წამოხტებოდა და სიმღერას იწყებდა… მე მორჩილად ვუსმენდი, რადგან ვიცოდი, რამდენად უნდოდა სიმღერა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები