LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გეგმავს ოპოზიცია – გაერთიანება ერთი აზრისთვის თუ ბრძოლა მანდატისთვის

474
4

საქართველოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ. შენარჩუნდება თუ არა მაჟორიტარული სისტემა, თუ ქვეყანა გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე?! ოპოზიცია ერთ საერთო გადაწყვეტილებაზე შეთანხმდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

ზეპარტიული და კორუმპირებული უწოდა შალვა ნათელაშვილმა „ქართული ოცნების“ მთავრობას და აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით შესაძლოა დაპირება არ შეასრულონ, ამიტომ ფიქრობს, რომ ოპოზიცია რევოლუციურ პერსპექტივას მიმართავს. მისივე განმარტებით, დღევანდელი შეხვედრით მთავრობამ მიიღო „ცივი შხაპი. ნათელაშვილის თქმით, ოპოზიცია კანონპროექტის ჩავარდის შემთხვევაში მიმართავს კონსტიტუციით დაშვებულ ყველა დონეს.

„ოცნების“ შეხვედრა დამთავრდა – უმრავლესობა კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადება

 

„ოპოზიციის დღევანდელი გაერთიანება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის აუცილებლობამ გამოიწვია“ – აცხადებს ეკა ბესელია და აღნიშნავს, რომ საჯარო დაპირება უნდა შესრულდეს, რომელიც ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ბესელიას თქმით, ეს არის სახიფათო პროცესი და ხელისუფლებამ ეს უნდა გააცნობიეროს. „ყოყმანი არ შეიძლება და დაუშვებელია. ჩვენ შევქმენით კოორდინირებული პოლიტიკური სპექტრი, რომლის გადაწყვეტილებებზე და სამომავლო გეგმებზე შემდგომ ვისაუბრებთ“, – აცხადებს ეკა ბესელია.

შეხვედრას ესწრებოდა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციამ შექმნა კოორდინირებული საბჭო. მისივე განმარტებით, აღნიშნული საბჭო გაუწევს მონიტორინგს ყველა საარჩევნო პროცესებს. ბურჯანაძე ამბობს, რომ დღევანდელი შეკრებისთვის ოპოზიციამ გვერდზე გადადო პირადი სიმპატიები და ანტიპატიები.


„პროპორციული არჩევნები ნიშნავს კოალიციურ მთავრობას, კოალიციური მთავრობა ნიშნავს მასსი შემავალი სუბიექტების მიერ პასუხისმგებლობის და ძალაუფლების განაწილებას, რისი სურვილიც არ გააჩნია „ქართულ ოცნებას“
– აცხადებს დავით უსუფაშვილი.

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ე.წ. აბუნტებულ მაჟორიტარებს დააკისროს” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე საუბრობს და ფიქრობს, რომ ყველა მიმდინარე პროცესს თვითონ ივანიშვილი მართავს.

შეკრებას ორი ოპოზიციის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. როგორც გაირკვა გაერთიანებულ საბჭოში მონაწილეობა საპატიო მიზეზით ვერ მიიღო კახა კუკავამ. რაც შეეხება მეორე პარტიას, ეს არის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, თუმცა, როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ირმა ინაშვილს სურვილი ქონდა პირადად დასწრებოდა შეხვედრას, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისვლა ვერ მოახერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები