ქართველი ლამაზმანები, თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია რამდენიმე იდეას გვთავაზობენ, თუ რა უნდა მოვირგოთ შემოდგომაზე. მოგეხსენებათ, თაკომ მცირე ხნის წინ საკუთარი ბრენდი Blooms დააარსა, რომელიც ხარისხიანი ქსოვილების გამოყენებაზეა ორიენტირებული. მან დიზაინერის ამპლუაში რამდენიმე კაფსულა-კოლექციაც შემოგვთავაზა.
ახლახან კი საშემოდგომოდ საკმაოდ კომფორტული და იმავდრიულად, ლამაზი ნაქსოვი ჟაკეტები წარმოგვიდგინა. ლამაზ ფოტოსესიაში მან მეგობართან, ლიკა კვარაცხელიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ლიკამ ,,ბლუმსის” ახალი ნამუშევრებიდან ასევე მოირგო შავი გრძელი პალტოც.
ფოტო: ნინო მეგენეიშვილი