LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ იანვარში? – 10 საუკეთესო სერიალი

1719
tv-shows-34343435

სავარაუდოდ, სერიალომანებს ახალი სერიალების სანახავად შედარებით მეტი დრო ნაახალწლევს აქვთ, როდესაც საშუალება ეძლევათ, რამოდენიმე დღე ზედიზედ დაისვენონ. 2020 წლის იანვარი ნამდვილად საუკეთესო თვე იქნება სერიალომანებისათვის, ვისაც დეტექტიური ან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალები მოსწონს, თუმცა გულდაწყვეტილი არც სხვა ჟანრის მოყვარულები დარჩებიან. რას ვუყუროთ იანვარში? წარმოგიდგენთ 2020 წლის იმ სერიალებს, რომელსაც მაყურებელი ყველაზე მეტად ელის.

პრემიერები:

„მესია“ – Messiah

პრემიერის თარიღი: 1 იანვარი

არხი: Netflix

ჟანრი: დრამა, თრილერი

სერიების რაოდენობა: 10

როლებში: მეჰდი დეჰბი, მიშელ მონაგანი

ახლო აღმოსავლეთში გამოჩნდება ქარიზმატული ფიგურა, რომელსაც ათასობით მიმდევარი ჰყავს. იგი ამტკიცებს, რომ ქვეყნად მეორედ მოვლენილი მესიაა. მის გამოჩენასთან ერთად მთელი მსოფლიოს მასშტაბით საოცარი მოვლენები ხდება, რაც აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აიძულებს, საქმეში ჩაერთოს. CIA მესიის საქმის გამოძიებას ოფიცერ ევა გელერს ავალებს.

მოადგილე“ – Deputy

პრემიერის თარიღი: 2 იანვარი

არხი: FOX

ჟანრი: კრიმინალური, დრამა, ვესტერნი

სერიების რაოდენობა: 13

როლებში: სტივენ დორფი, იარა მარტინესი

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის თანაშემწე ბილი ჰოლესტერი დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო მებრძოლი და მამაცი კანონის დამცველია, რომელიც სრულიად კმაყოფილია თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით. ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც მოქმედი შერიფი მოულოდნელად გარდაიცვლება და მოადგილეს მისი ადგილის დაკავება მოუწევს.

„ნადირობა ძვლების შემგროვებელზე“ – Lincoln Rhyme: Hunt for the Bone Collector

პრემიერის თარიღი: 10 იანვარი

არხი: NBC

ჟანრი: კრიმინალური, დრამა, მისტიკა

როლებში: რასელ ჰორნსბი, არიელ კებელი

სერიალი ჯეფრი დივერის რომანს, სახელად „ძვლების შემგროვებელი“ ეფუძნება. ახალბედა პოლიციელი ამელია საქსი, რომელიც სასტიკი მკვლელობის გამოძიებას ცდილობს, დახმარებისათვის გამოცდილ დეტექტივს, ლინკოლნ რაიმს მიმართავს. რაიმს სერიულ მკვლელთან შეტაკებისას ხერხემლის დაზიანების გამო დეტექტივის კარიერის დასრულება მოუწია, თუმცა ახლა უკვე სასამართლო ექსპერტის რანგში ეს მდგომარეობა მას ხელს ვერ უშლის გამოიყენოს თავისი გენიალური გონება და ინადიროს სერიულ მკვლელზე, სახელად “ძვლების შემგროვებელი”, რომელიც პოლიციას დანაშაულის ადგილზე მინიშნებებს უტოვებს.

 

უცხო“ – The Outsider

პრემიერის თარიღი:  12 იანვარი

არხი: HBO

ჟანრი: თრილერი

სერიების რაოდენობა: 10

როლებში: ჯეისონ ბეითმენი, სინტია ერივო

სტივენ კინგის რომანის ადაპტაცია ნამდვილად მოეწონებათ მათ, ვისაც სურდა „ნამდვილი დეტექტივი“ ცოტათი უფრო საშიში ყოფილიყო. მინი-სერიალის სიუჟეტის ცენტრშია ტერი მეიტლანდი, მასწავლებელი და ორი შვილის მამა, რომელსაც 11 წლის ბიჭის მკვლელობაში ადანაშაულებენ. თითის ანაბეჭდები მის დანაშაულს მოწმობენ, მაგრამ სხვა მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ტერის დანაშაულის ჩადენის დროს ფიზიკურად დანაშაულის ადგილას ყოფნა არ შეეძლო.

„მეხუთე ავენიუ“ – Avenue 5

პრემიერის  თარიღი: 19  იანვარი

არხი: HBO

ჟანრი: სამეცნიერო ფანტასტიკა, კომედია

როლებში: ჰიუ ლორი, სუზი ნაკამურა

კომედიური სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალი მომავლის სამყაროს კოსმოსური ტურიზმის შესახებ მოგვითხრობს. კაცობრიობას უკვე აქვს შესაძლებლობა, დედამიწის ფარგლებს გარეთ, მზის სისტემაში იმოგზაუროს და დაისვენოს. სიუჟეტის ცენტრალური ფიგურა მდიდრული კოსმოსური ლაინერის, “ავენიუ 5-ის” კაპიტანი რაიან კლარკია (ჰიუ ლორი), რომელსაც ხომალდის ავარიაში მოხვედრის შემდეგ შიდა და გარე პრობლემებთან შეჭიდება მოუწევს.

„ვარსკვლავური გზა: პიკარდი“ – Star Trek: Picard

პრემიერის თარიღი: 23 იანვარი

არხი: Amazon Prime

ჟანრი: დრამა, სამეცნიერო ფანტასტიკა

ეპიზოდების რაოდენობა: 10

როლებში: პატრიკ სტიუარტი, სანტიაგო კაბრერა

სერიალის მთავარი გმირი კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარდია, მოქმედება კი 24-ე საუკუნის ბოლოს ვითარდება. კაპიტანი პიკარდი „ვარსკვლავური გზის“ ფანებისათვის ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია და მათ მოლოდინს ისიც ამძაფრებს, რომ პიკარდი ეკრანებზე ბოლოს 2002 წელს გამოსულ ფილმში“ „ვარსკვლავური გზა: „ნემეზისი“ გამოჩნდა. ჟან-ლუკ პიკარდის როლს სერიალში ლეგენდარული ინგლისელი მსახიობი, სერ პატრიკ სტიუარტი ასრულებს.

ახალი სეზონები:

 ახალი პაპი“ – The New Pope

სეზონი: 2

პრემიერის თარიღი: 10 იანვარი

არხი: Sky Atlantic, HBO, Canal+

სერიების რაოდენობა: 9

როლებში: ჯონ მალკოვიჩი, ჯუდ ლოუ

როგორც იქნა, მაყურებელი სერიალ „ახალგაზრდა პაპის“ გაგრძელებას იხილავს. სერიალში მთავარ როლებს ჯონ მალკოვიჩი და ჯუდ ლოუ ასრულებენ, მოწვეულ ვარსკვლავთა შორის კი შერონ სტოუნი და მერლინ მენსონი არიან. „ახალგაზრდა პაპი“ რომის გამოგონილ პაპზე, პიუს XIII-ზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც ჯუდ ლოუ ასრულებს. „ახალ პაპში“ ჯუდ ლოუს გმირი კომაშია, მის ადგილს კი პონტიფექსი იოანე პავლე III იკავებს, რომლის როლშიც ჯონ მალკოვიჩს ვიხილავთ.

პროექტი ლურჯი წიგნი“ – Project Blue Book
სეზონი 2.
პრემიერის თარიღი: 21 იანვარი
არხი:  History
ჟანრი: დრამა, მისტიკა, სამეცნიერო ფანტასტიკა
როლებში: ეიდენ გილიენი, მაიკლ მალარკი, ლაურა მენელი

სერიალი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს გასული საუკუნის 50-იან წლებში არსებული პროექტის, “ლურჯი წიგნის” შესახებ, რომლის მიზანიც პარანორმალური და ამოუხსნელი მოვლენებისათვის გონივრული ახსნის პოვნაა. მთავარი გმირები, ასტროფიზიკოსი ჯ. ალენ ჰაინეკი და აშშ-ის საჰაერო ძალების ოფიცერი, კაპიტანი მაიკლ ქუინი თანამშრომლობენ იმისთვის, რათა გამოიძიონ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და სხვა უცნაურობებთან დაკავშირებული ამბები. “პროქტი ლურჯი წიგნი” რაღაცით წააგავს “საიდუმლო მასალებს”. წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ,  History-მ მეორე სეზონის გადაღება გადაწყვიტა, რომლის პრემიერაც იანვარში შედგება.



დოქტორი ვინ” – Doctor Who
სეზონი 12
პრემიერის თარიღი: 1 იანვარი
არხი: BBC
ჟანრი: სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკა, დრამა
ეპიზოდების რაოდენობა: 10+1
როლებში: ჯოდი ვაიტეკერი, პიტერ კაპალდი

დროსა და სივრცეში მოგზაური უცხოპლანეტელის, სახელად “დოქტორის” თავგადასავლები მორიგი სეზონით პირველი იანვრიდან გაგრძელდება. ლეგენდარული სერიალის რიგით მე-13 დოქტორის როლში, შოუს ისტორიაში პირველი ქალი მსახიობი, ჯოდი ვაიტეკერი მოგვევლინება. ვაიტეკერმა “დოქტორი ვინ” პირველად სერიალის წინა, მე-11 სეზონში განასახიერა, რასაც შოუს მრავალრიცხოვან აუდიტორიაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად ამისა, მომდევნო სეზონი კვლავ რიგით მე-13 დოქტორზე მოგვითხრობს.

კრიმინალური აზროვნება” – Criminal Minds
სეზონი 15 (ფინალური სეზონი)
პრემიერის თარიღი: 8 იანვარი
არხი: CBS
ჟანრი: კრიმინალური, დრამა, მისტიკა
ეპიზოდების რაოდენობა: 10
როლებში: მეთიუ გრეი გუბლერი, კირსტენ ვანგსნესი, ე.ჯ. კუკი

ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და საყვარელი სერიალი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად დეტექტივი ჩენდლერ რიდი და მისი კოლეგები უკანასკნელად წარსდგებიან აუდიტორიის წინაშე. ასეთ სერიალებთან განშორება კი ყოველთვის სევდიანია.”კრიმინალური აზროვნების” ფინალურ სეზონში 10 ეპიზოდი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები