სერიალების მოყვარულებისათვის მაისი ნამდვილად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რადგან წინ სხვადასხვა ჟანრის ტელეშოუების პრემიერების გარდა ცნობილი და საყვარელი სერიალების ახალი სეზონების გველის. და მაინც, რას ვუყუროთ მაისში?

„ვარსკვლავური ომები: ცუდი პარტია“ / Star Wars: The Bad Batch

პრემიერა: 4 მაისი

არხი: Disney+

2008 წლის ანიმაციური სერიალის, “ვარსკვლავური ომები: კლონების ომი”-ს სპინ-ოფი კაპიტან რექსის, მეთაური კოდის და “ცუდი პარტიის” სახელით ცნობილი ელიტარული ექსპერიმენტული კლონების რაზმის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც გენეტიკური მუტაციების განცდის შემდეგ სუპერძალები მიიღეს.განსაკუთრებული უნარების მქონე სუპერ-ჯარისკაცები   გალაქტიკაში ხიფათით სავსე მოგზაურობას იწყებენ…

„იუპიტერის მემკვიდრეობა“ / Jupiter’s Legacy

პრემიერა:7 მაისი

არხი:Netfli

პოპულარული კომიქსის „ნეტფლიქსისეული“ ადაპტაცია პირველი სუპერგმირების შესახებ, რომლებიც სუპერძალებით იუპიტერის ერთ-ერთ მთვარეზე მიიღეს. მათ შვილებს მშობლებისაგან მემკვირეობით ერგოთ ზეადამიანური შესაძლებლობები, თუმცა ყველა მათგანი არ იზიარებს მშობლების აზრს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ძალები სწორად…

„ხრიკები“ / Hacks 

პრემიერა: 13 მაისი

არხი:  HBO Max

კომედიის დედოფალს დებორა ვენსს, რომელიც ახალგაზრდობაში ლას-ვეგასის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აუდიტორიაზე მორგება უჭირს, ამიტომაც იგი ახალგაზრდა თანაშემწეს ქირაობს. დივას და მისი თანაშემწის კონფლიქტებით სავსე ისტორია საბოლოოდ დამეგობრებით სრულდება…

„სიყვარული, სიკვდილი და რობოტები“ , სეზონი 2 / Love, Death & Robots

პრემიერა: 14 მაისი

არხი: Netflix

ეპიკური მულტ-სერიალის მეორე სეზონი, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის, ეკრანებზე 14 მაისს გამოვა. „სიყვარული,სიკვდილი და რობოტები“ ფანტასტიკური ჟანრის ანტიუტოპიური ანთოლოგიაა, რომლის თითოეული ეპიზოდიც განსხვავებულ ისტორიას მოგვითხრობს. ამ მხრივ იგი „ნეტფლიქსის“ კიდევ ერთ შედევრს, „შავ სარკეს“ მოგვაგონებს.

“მიწისქვეშა რკინიგზა“ /The Underground Railroad”

პრემეირა:14 მაისი

არხი: Amazon Prime

კოლსონ უაიტჰედის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ისტორიული დრამა მოგვითხრობს ალტერნატიული რეალობის შესახებ, სადაც მიწისქვეშა რკინიგზა, რომელიც რეალურად საიდუმლო მარშრუტების და უსაფრთხო სახლების ერთობლიობას წარმოადგენდა, ნამდვილი რკინიგზაა ლიანდაგებით, გვირაბებით და საიდუმლო გასასვლელებით. იგი იმავე მიზნით გამოიყენება, რისთვისაც მისი ისტორიული ანალოგი – რკინიგზის საშუალებით ადრეულ 1800-იან წლებში აფროამერიკელი მონები თავისუფლებისაკენ ისწრაფვიან.

„სიკვდილი და ბულბულები“ / Death and Nightingales”

პრემიერა: 16 მაისი

არხი: Starz

ამავე სახელწოდების 1992 წლის ნოველაზე დაფუძნებული სერიალის სიუჟეტი 1883 წელს, ირლანდიაში ვითარდება და მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის, ბეტ უინტერსის შესახებ. თავის 23-ე დაბადების დღეზე ბეტი გადაწყვეტს სახლიდან გაიქცეს, რათა საბოლოოდ გათავისუფლდეს და ისე იცხოვროს, როგორც სურს… მამინაცვლისაგან გაქცევაში მას მომხიბვლელი ახალგაზრდა, ლიამ უარდი ეხმარება…

Solos

პრემიერა:  21 მაისი

არხი: Amazon Prime

დრამატული ანთოლოგია ერთმანეთისაგან განსხვავებულ ადამიანებზე და მათი ადამიანური ურთიერთობების ისტორიაზე. შვიდი ადამიანი – შვიდი ისტორია. „ამაზონ პრაიმის“ ახალ სერიალში ნამდვილ ვარსკვლავთ-კრებულს ვიხილავთ ენ ჰეთეუეის, მორგან ფრიმენის, ჰელენ მირენის, ენტონი მაკის, დენ სტივენსის, უზო ადუბას და კონსტანცა ვუს სახით…

„პანიკა“ / Panic

პრემეირა: 28 მაისი

არხი:  Amazon Prime

ამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული  სერიალი თინეიჯერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც მშობლიური ქალაქის დატოვება სურთ. ისინი ამის გაკეთებას გამოსაშვები საღამოს შემდეგ  გეგმავენ, თუმცა იქამდე საშიშ შეჯიბრებაში უწევთ ჩაბმა…

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები