LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ყიდულობს მსოფლიო საქართველოსგან -საექსპორტო სამეული ცნობილია

106
Export

2019 წლის იანვარაპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 859.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 133.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (17.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 726.2 მლნ. აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-აპრილში, 1 592.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით გაიზარდა და 739.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარაპრილში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 276.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 709.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (14.7 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 26.0 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 985.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 8.2 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აპრილში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.2 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის იანვარაპრილში, საქართველოდან დსთის ქვეყნებში ექსპორტირებულია 576.5 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 34.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.9 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 773.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (11.8 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 28.4 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 1 350.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აპრილში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 12.4 პროცენტი იყო.

2019 წლის იანვარაპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 87.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (177.5 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (126.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (109.0 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 64.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (447.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (273.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (269.1 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარაპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (525.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (446.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (362.1 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 195.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 149.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 117.3 მლნ. აშშ დოლარით (10.3 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 211.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 194.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, 180.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები