LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები საქართველოში ფულს – ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2 440 ლარია

195
ტურისტები-საქართველოში

საქსტატი ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს, თუ რაში დახარჯეს უცხოელმა ვიზიტორებმა 2022 წელს საქართველოში ფული. უწყების მონაცემებით, მათი მთლიანი ხარჯებიდან 34.1% (767 მლნ ლარი) მოდის საკვებზე, მეორე ადგილზეა განთავსება 23%-ით, მესამე პოზიციაზე კი საყიდლებია 19%-ით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა 2022 წელს ჯამში 2.3 მლრდ ლარი დახარჯეს. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 440 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას საანგარიშო პერიოდში, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 147.7 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს.

მხოლოდ 2022 წლის II კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 147.7 ათასი ვიზიტორი შემოვიდა – ტურიზმის სტატისტიკის განახლებული მაჩვენებლები ქვეყნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები