LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი შევა თუ არა პარლამენტში – მისი გადასაწყვეტია: კალაძე

123
1

თბილისის მერი კახა კალაძე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესაძლო შესვლის საკითხს ეხმიანება.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე კალაძეს – დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ეს თავად შალვა ნათელაშვილის გადასაწყვეტია:

“რაში მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შევა თუ არ შევა, ეს მისი გადასაწყვეტია”, – ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს. 

შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი ითვალისწინებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

მანამდე, 6 იანვარს, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მისთვის შეურაცხმყოფელია, თუმცა, როდესაც საუბარია ხალხის ინტერესებზე, პირადი ემოცია მეორეხარისხოვანი ხდება.

ნათელაშვილის თქმით, ისინი აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას სოციალურ ქსელებში გამოჰკითხავდნენ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები