LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე: „საფუძველი არ ვიცი, მაგრამ რასაც ვუყურებ, თუ მას პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას – თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას“

223
კახა კალაძე დოიაშვილზე

საფუძველი არ ვიცი რა იყო, მაგრამ რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას – თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას, ძალიან მარტივია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

ირმა სოხაძე: „დაანებეთ თავი ხელოვანებს, გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული მართლა ღიმილის ბიჭები, მოგვეცით ნორმალურად ცხოვრების და სუნთქვის საშუალება!“

მომღერალი ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას და მას სოლიდარობას უცხადებს.

მისი თქმით, ყველას შეიძლება განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს პოლიტიკურ საკითხებზე.

„განსხვავებული აზრი შეიხლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს. უამრავი ადამიანია, მაგალითად, ჩემთანაც მერიაში, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ საკითხებზე. შეუძლებელია ყველას ერთნაირი მოსაზრება და დამოკიდებულება ჰქონდეს. რაც შეეხება მის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო, მაგრამ რასაც ვუყურებ ბოლო თვეების განმავლობაში, თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას, ძალიან მარტივია.

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პროტესტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ, პირობითად, არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი. ძალიან მარტივია, ამიტომ ვთქვი, თუ ვინმეს აქვს სურვილი შეუძლია შემოვიდეს პოლიტიკაში. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ედგა სათავეში. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება, დამოკიდებულება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მტრები. თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, ვინც დღეს ქუჩაშია წარმოდგენილი აგენტურის სახით. არსებობენ ადამიანები, ვისაც შეიხლება სხვადასხვა შეხედულება ჰქონდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მტრები ვიყოთ“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

„არ ვაღიარებთ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ – „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასი

„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე

„ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის“ – ავთანდილ ვარსიმაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

„12 წლიდან გიცნობ. ყოველთვის გამოირჩეოდი შენი ნიჭით, ერთგულებით და სამართლიანობით…შენ გაგიმარჯოს ჩემო მეგობარო“ – ეკა ნიჟარაძე

„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g