LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ვრცელდება შეზღუდვები სილამაზის სალონებზე – გამყრელიძის განმარტება

159
BeFunky-collage (2)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტავს, თუ რატომ არ გავრცელდა შეზღუდვები სილამაზის სალონებზე. მისი თქმით, სილამაზის სალონების დახურვით ვირუსის გავრცელება შესაძლოა უფრო მასშტაბური ყოფილიყო – ადამიანები სახლში დადიან და სერვისი მაინც მუშაობს.

ვის არ ეხება შეზღუდვები ანუ ვინ იმუშავებს: მთავრობის გადაწყვეტილება

„როდესაც შეფასდა შედარებითი რისკი, აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონების უმრავლესობაში კარგად იცავენ პრევენციულ ღონისძიებებს.

მეორე რისკია ის, რომ სილამაზის სალონების დაკეტვის შემთხვევაში, სტილისტები ივლიდნენ შემდეგ სახლებში და შესაძლებელია უფრო მეტი იყოს გავრცელების რისკი. ამ რისკის შეფასების გათვალისწინებით საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩაითვალა, რომ ამ ტიპის მიდგომა ყოფილიყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში: ნახეთ სია სრულად

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g