LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის დამცავი ნიღაბის სხვადასხვა მხარე განსხვავებული ფერის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწორად

388
thumbs-b-c-f00d2720713e151cae1e8bb793df1c5a

ბევრ ჩვენთაგანს ალბათ არ მიუქცევია ყურადღება, რომ სამედიცინო დამცავ ნიღაბს სხვადასხვა მხარე განსხვავებული ფერი აქვს. ერთ მხარეს ის შედარებით მუქი ლურჯია, მეორე მხარეს კი ღია ცისფერი. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობა, ვისაც მედიცინასთან შეხება არ აქვს, ნიღაბს არასწორად იყენებს, რაც საკმაოდ სახიფათოა.

არასწორად გაკეთებული ნიღაბი უკეთეს შემთხვევაში არ გვიცავს და უარეს შემთხვევაში ზიანს გვაყენებს.

განსხვავებული ფერი მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არ არის. საქმე ისაა, რომ სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ფილტრია, რომელიც მიკრობებს “აჩერებს” და მათ ბარიერის უქმნის.

ასე რომ, თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენ არის მოქცეული, ხოლო ლურჯი გარეთაა, ეს ნიშნავს, რომ ავად ხართ და საკუთარი მიკრობებისგან თქვენს გარშემომყოფებს იცავთ.

იმ შემთხვევაში კი, თუ ნიღბის ლურჯი მხარე თქვენი სახისკენაა მიმართული, ხოლო ცისფერი გარეთ, ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ხართ და გარშემომყოფების ინფექციებისა და მიკრობებისგან იცავთ თავს.

აღსანიშნავია, რომ ერთჯერადი ნიღაბი გარკვეული დროის შემდეგ აღარ არის ეფექტიანი. 2 საათის განმავლობაში ის ნამდვილად დაგიცავთ, თუმცა ამ დროის გასვლის შემდეგ გამოუსადეგარი ხდება და აუცილებლად უნდა გამოცვალოთ.

რაც შეეხება მრავალჯერად ნიღბებს, მისი ეფექტიანობის ხანგრძლივობა მასზე არსებულ ფენებზეა დამოკიდებული, ერთი ფენა კი დაახლოებით ერთ საათს უდრის.

პოპულალურები