LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აშინებთ ამ ხალხს, არ გაიმეოროთ. ყოვლად  უზნეო განცხადებაა – მეუფე ნიკოლოზი მედიას მიმართავს

232
BeFunky-collage (2)

მეუფე ნიკოლოზმა უზნეობა და უმსგავსობა უწოდა სინოდის სხდომის  წინ გავრცელებულ ინფორმაციას პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით. “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” მეუფე ნიკოლომა მედიას მიმართა და მოუწოდა, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტონ.

„უზნეობა და უმსგავსობაა ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება და ტირაჟირება. თქვენც გირჩევთ, ნუ გაკეთებთ ამის ტირაჟირებას, იმიტომ რომ თქვენ მარტო ქართულენოვანი მოსახლეობა კი არ გისმენთ, მთელი მსოფლიოდან გვირეკავდნენ შეშინებულები, ნუთუ ეს მართალიაო. რატომ აშინებთ ამ ხალხს, არ გაიმეოროთ. ეს იყო ყოვლად  უზნეო განცხადებაა“. – აღნიშნა მეუფემ.

რა შემთხვევაში გადადგება პატრიარქი? მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთენ?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g