LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ასწავლოთ ბავშვს საჭმლის მომზადება

743
Spain, Tarragona. Father and son preparing pizzas at home

ბავშვისთვის საჭმლის მომზადების სწავლა ადვილი რომ არ არის ამას მტკიცება არ სჭირდება. ეს დიდ მოთმინებასაც მოითხოვს – დანის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება, ხილისა და ბოსტნეულის სწორად გარეცხვა და გარკვეული რეცეპტის შესრულება ბავშვთან ერთად საკმაოდ რთული ამოცანაა.
მაგრამ თუ ამ ამოცანის შესრულებას შეუდექით, ისიც იცოდეთ, რომ დახარჯული დრო და გაწეული ძალისხმევა, ფუჭად გაფლანგული სულაც არ არის-პირიქით.


კარტოფილის ღვეზელების, ნამცხვრების და პელმენების მომზადება არა მხოლოდ წვრილი მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ემოციური მიჯაჭვულობის განმტკიცებაცაა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეიძლება ვანდოთ სტაფილოს გახეხვა სუპისთვის, კვერცხის გაფცქვნა, ნელ-ნელა, ასაკის მატებასთან ერათად უკვე შეეძლება რამდენიმე სახეობის კერძის მომზადებაც.
საჭმლის მზადება შვილთან ერთად არამარტო დაგეხმარებათ მასთან ერთად საინტერესო კომუნიკაციის დამყარებაში, არამედ არაერთი სხვა სარგებელიც აქვს. მათ შორის არის ნდობის ამაღლება, მათემატიკის სწავლება და სხვა კულტურების შეთვისების შანსი.
“წადი, ხელს ნუ მიშლი”– არასდროს უთხრათ შვილს, როცა სამზარეულოში საქმიანობთ, პირიქით მოიხმარეთ ის და აი რატომ:


1. როცა შვილთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსებთ, ეს მომენტი საუკეთესოა იმისთვის, რომ მან თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები მოგიყვეთ. მიჩნეულია, რომ სწორედ საჭმლის მზადების დროს ლაპარაკი ერთგვარი თერაპიაცაა, ეს დედა-შვილს უფრო დაგაახლოვებთ.
2. საჭმლის მზადება ბავშვს ინტერესს უჩენს რაიმეთი ასიამოვნოს თავისი მშობელი და მაქსიმალურად ბევრ ძალისხმევას გასცემს, რათა საუკეთესო შედეგი მიიღოს.
3. საჭმლის მზადებაში ჩართვა ბავშვს უფრო მეტად მოუწოდებს მიირთვას საკუთარი მომზადებული პროდუქტი. ბავშვები ხშირად ბოსტნეულისა და ხილის მირთმევაზე უარს ამბობენ. თქვენ შეგიძლიათ ერთობლივად მოამზადოთ სასარგებლო კერძები, შედეგად კი, ეს გზა შესაძლოა დაგეხმაროთ სასურველი მიზანის მიღწევაში.
4. საჭმლის მომზადება ბავშვს თავდაჯერებულობას მატებს.
„მე ამას თვითონ გავაკეთებ“ – ეს კმაყოფილებისა და სიამაყის გრძნობას ბადებს მათში. თუ ოჯახის წევრებმა ბავშვს მომზადებული კერძები შეუქეს, ისინი რწმუნდებიან, რომ ამით რაღაცას მიაღწიეს.


5. რეცეპტის მიყოლა ავითარებს მათემატიკურ აზროვნებას. შეიძლება ამაზე არც გიფიქირათ, მაგრამ ეს ელემენტარული მათემატიკა ბავშვებს ეხმარებათ პრაქტიკაში გადმოიტანონ თავისი მატემატიკური ცოდნა და უნარები. მაგალითად, ერთ-ნახევარ ჭიქაში უფრო მეტი ფქვილია თუ ერთ-მეოთხედში?…და ა.შ
6. რეცეპტის გაგება აუმჯობესებს კითხვის გააზრებას: სამზარეულო არის საუკეთესო გზა, რათა ბავშვებს აჩვენოთ, რომ წაკითხვა გთავაზობთ რეალურ შედეგებს. დასრულებული შედეგის მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციის მიყოლა ბავშვებს მოთმინებისა და შედეგზე ორიენტირების უნარს უვითარებს. ასევე ბავშვი რწმუნდება, რომ კითხვის პროცესს პრაქტიკული სარგებელი აქვს.

7. საჭმლის მომზადების პროცესი ელემენტარულ ქიმიასაც ასწავლით ბავშვებს: მაგალითად, ყვავილოვანი კომბოსტო შებრაწეთ- აქ ქიმია ისეთ დონეზეა, რომელსაც ბავშვი უკვე გააცნობიერებს, ან გამოიყენეთ საჭმელი სოდა და თავად გახადეთ პატარა ექსპერიმენტის მონაწილე.
8. საჭმლის მომზადებამდე, პროცესის განუყოფელი ნაწილი არის სურსათის შეძენა. ბავშვები პროდუქტების ყიდვისას ხვდებიან, რომ ყველა კერძს სხვადასხვა ინგრედიენტი სჭირდება: ბავშვები სწავლობენ, რომ პიცა პირდაპირ რესტორანიდან არ მოდის და სპაგეტის სოუსი-ქილიდან-ორივე ეს უნდა მომზადდეს.

9. რეცეპტების არჩევა ბავშვს სხვადასხვა კულტურას ასწავლის: გაცილებით საინტერესოა ბავშვებს ასწავლოთ სხვადასხვა ქვეყნის ისტორია, მათი კერძების მეშვეობით. მაგალითად, ჩინურ ახალ წელზე მოიყვეთ და შესაბამისი რეცეპტი შესთავაზოთ. ეს ისტორიის გაკვეთილი უფრო სახალისო და პროდუქტიული იქნება.
10. რაც არ უნდა ითქვას, საჭმელების მომზადება მაინც მნიშვნელოვანია. რადგან, როდესაც ადამიანმა იცის მომზადება, მას აქვს არჩევანის უფლება. მას შეუძლია თავად მომზადება, ან წასვლა რესტორანში. თუ არ იცის მომზადება, მაშინ არჩევანის საშუალებაც არ ექნება. შედეგად როცა ბავშვი უკვე აკეთებს დიფერენცირებას ნაყიდ , სწრაფი კვების პროდუქტებსა და სახლში, ჯანსაღად მომზადებულ კერძებს შორის, ეს უკვე დიდი მიღწევაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები