LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალობამ გვაჩვენა, რომ უფრო პოსტფაქტუმ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას, სად იმოგზაუროს და როდის“ – რას ამბობენ სასტუმროების ქსელში

92
Untitled

ბოლო პერიოდში, აქტუალური გახდა ბოლო წუთებში დაგეგმილი მოგზაურობა, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში სასტუმროების ქსელი Ka group-ის თანადამფუძნებელმა ნინა ჭიღლაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ პანდემიამდე სასტუმროების ბიზნესმა წინასწარ იცოდა, რა დატვირთულობა შეიძლება ჰქონოდა ამა თუ იმ ობიექტს, ამჯერად, რეალობამ გვაჩვენა, რომ უფრო პოსტფაქტუმ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას, სად იმოგზაუროს და როდის.

„ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებთ, რომ გავუმკლავდეთ მათ ნაკადს და მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“, – ამბობს ნინა ჭიღლაძე. მისივე თქმით, დღეისათვის Ka group-ის სასტუმროები 70%-ზე მეტი დატვირთულობით მუშაობას. დამსვენებლები, ძირითადად, გალფისა და აზიის ქვეყნებიდან არიან.

„საკმაოდ პოზიტიური სეზონია, რომელსაც არ ველოდით მიმდინარე რეალობიდან გამომდინარე. როგორც რეგიონის, ასევე თბილისის სასტუმროები უკვე აქტიურად არის დაჯავშნილი მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს დატვირთულობა გაგრძელდება შემდეგ პერიოდებშიც“, – დასძინა „ფორტუნას“ ეთერში Ka group-ის თანადამფუძნებელმა.

საკმაოდ პოზიტიური და დატვირთული ტურისტული სეზონია, რომელსაც არ ველოდით მიმდინარე რეალობიდან გამომდინარე – სასტუმროების ქსელი Ka group

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები