LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეტროს“ მფლობელის ადვოკატი: თეიმურაზ ვარშანიძეს ძალიან ბევრი ფიზიკური დაზიანება აქვს, წააქციეს და ურტყეს.. ვითხოვთ, ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას

413
ფორტუნა (54)

რესტორან „რეტროს“ მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონფლიქტის მიზეზი გახდა იმ თანხის განაწილება, რომელსაც მომხმარებლები ოფიციანტებს უტოვებენ.

ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლები რესტორანში რამდენიმე წელია მუშაობენ და მათი მხრიდან არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა.

ბაია პატარაია: „რესტორან „რეტროს“ კადრები ვნახე და გული კინაღამ გამიჩერდა.. არავის უყვარს მოძალადე კაცი: არც ცოლს, არც შვილს და არც თანამშრომელს“

სწორედ აღნიშნული კადრების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი, უწყებამ რესტორნის მფლობელი მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავა.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან, კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რომელთაგან მხოლოდ 2-ია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დანარჩენი 32 საქართველოს მოქალაქეა.

აღნიშნული პირები 6-7 წელია დასაქმებულია და მათ შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა. კონფლიქტის მიზეზი გახდა ე.წ. ჩაის განაწილება, ანუ იმ თანხის, რომელსაც მომხმარებლები ოფიციანტებს უტოვებენ და რომლის განაწილებაშიც ადმინისტრაცია საერთოდ არ ერევა. მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთ სტაჟიორს ამ „ჩაიდან“ გაუნაწილეს 10 ლარი, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით დგინდება. სწორედ ამან გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება, ამას არაერთი მოწმე ადასტურებს. რაც შეეხება ბრალდებულს, მან განაცხადა, რომ ეს იყო კომპანიაში დადგენილი წესი, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება.

აღნიშნულის შემდეგ, მან სცადა დარბაზიდან გაეძევებინა ერთ-ერთი ოფიციანტი, რა დროსაც თემური წააქციეს და წაქცეულს სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდნენ ამავე კომპანიაში დასაქმებულები. არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი, რომელიც გუშინ ამოიღეს და გამოძიებას სრულად გადაეცა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს. რაც შეხება თავად ბრალდებულის დამნაშავეობას, ჩვენ სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

მისი განმარტებით, კადრებში ჩანს, რომ რესტორნის მფლობელი ძირს ეცემა და წაქცეულს რამდენიმე თანამშრომელი ურტყამს. როგორც ადვოკატი განმარტავს, თუ რესტორნის მფლობელი დასაქმებულებს წლების განმავლობაში დამამცირებლად ექცეოდა, ამის თაობაზე პრეტენზია უნდა გამოეთქვათ, რაც არ მომხდარა.

„ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლები რამდენიმე წელია მუშაობენ და მათი მხრიდან არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა. ესეც რომ დავუშვათ, არცერთ თანამშრომელს კანონმდებელი არ ანიჭებს იმის უფლებას, რომ კომპანიის დამფუძნებელს ფიზიკურად გაუსწორდეს და სცემოს. მას ძალიან ბევრი ფიზიკური დაზიანება აქვს, სამედიცინო დახმარება გაეწია. უფრო მეტიც, გუშინ დაკავების იზოლატორიდან სასწრაფო დახმარებით გადაიყვანეს, ისე ცუდად იმყოფებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით. 2-ჯერ აქვს გულის ოპერაცია გაკეთებული. ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, წარვადგინეთ მტკიცებულებები და გამოძიება ვალდებულია, ინციდენტში მონაწილე ყველა ბრალდებული გამოავლინოს“, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ბათუმში, რესტორანი „რეტრო”, რომლის მფლობელიც მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, 15-მა თანამშრომელმა დატოვა.

ობიექტის მფლობელის დაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელიც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.

სწორედ აღნიშნული კადრების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი, უწყებამ რესტორნის მფლობელი მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავა.

ბაია პატარაია: „რესტორან „რეტროს“ კადრები ვნახე და გული კინაღამ გამიჩერდა.. არავის უყვარს მოძალადე კაცი: არც ცოლს, არც შვილს და არც თანამშრომელს“

„გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩემი ლანძღვისგან.. მომხდარ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ მაქვს“ – რას წერს რესტორან „რეტროს“ მზარეული

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები