LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩემი ლანძღვისგან.. მომხდარ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ მაქვს“ – რას წერს რესტორან „რეტროს“ მზარეული

932
ფორტუნა (55)

რესტორან „რეტროს“ მზარეული, გია აგირბა ფეისბუკ გვერდზე მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„მეგობრებო!!!

„რეტროში“ მომხდარ ინციდენტთან მე, გია აგირბას არანაირი კავშირი არ მაქვს.

გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩემი ლანძღვისგან.

მე ვარ მზარეული და პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რაც მე მევალება – ხაჭაპურის გამოცხობა და ხარისხი.

„პროტესტი გამოვთქვით , რომ ჩვენზე მაღლა რუსებს აყენებდა“ – რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა

თანამშრომლები მედიასთან აცხადებენ, რომ ხელმძღვანელის მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები ადრეც ყოფილა, რის გამოც სამსახური არაერთმა თანამშრომელმა დატოვა.

რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. ყველაფერი გაირკვევა.

მე ადგილზე არ ვიმყოფებოდი, თორემ ნამდვილად არ დავუშვებდი მსგავს შემთხვევას”, – წერს აგირბა.

ცნობისთვის, “რეტროს” ყოფილმა თანამშრომელმა მფლობელის მიერ ერთ-ერთ ოფიციანტზე ძალადობის კადრები გაავრცელა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია მეპატრონე.

 

მეგობრებო!!!
რეტროში მომხდარ ინციდენტთან მე “გია აგირბას”არანაირი კავშირი არ მაქვს
გთხოვთ თავი შეიკავოდ ჩემი…

Posted by Gia Agirba on Sunday, June 4, 2023

 

ბათუმში, რესტორანი „რეტრო”, რომლის მფლობელიც მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, 15-მა თანამშრომელმა დატოვა.

ობიექტის მფლობელის დაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელიც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.

სწორედ აღნიშნული კადრების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი, უწყებამ რესტორნის მფლობელი მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავა.

ბაია პატარაია: „რესტორან „რეტროს“ კადრები ვნახე და გული კინაღამ გამიჩერდა.. არავის უყვარს მოძალადე კაცი: არც ცოლს, არც შვილს და არც თანამშრომელს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები