LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Reuters: ვინ შეიძლება შეცვალოს ბორის ჯონსონი

167
ბორის ჯონსონის შემცვლელები

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პრემიერი შემოდგომამდე დარჩება.

მედია მისი შემცვლელის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.

გთავაზობთ Reuters -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ერთ-ერთი პირველი დასახელდა ლიზ ტრასი:

საგარეო საქმეთა მინისტრი მმართველი კონსერვატიული პარტიიდან, რომელიც კონსერვატორების ვებგვერდის მიერ პარტიის წევრებში ჩატარებულ გამოკითხვაში რეგულარულად ლიდერობს. ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი ფოტოს შემდეგ, გასულ წელს, ტრასს მსგავსი ფოტო გადაუღეს, მასაც ტანკში.

46 წლის ასაკში, ბორის ჯონსონის პრემიერობის პირველი ორი წელი მან საერთაშორისო ვაჭრობის მდივნის თანამდებობაზე გაატარა, ბრექსიტის მხარდაჭერით, გასულ წელს კი ევროკავშირთან ბრიტანეთის მთავარ მომლაპარაკებლად დაინიშნა.

ტრასმა ორშაბათს თქვა, რომ ბორის ჯონსონს მისი 100%-იანი მხარდაჭერა აქვს. ის პრემიერის მხარდაჭერისკენ კოლეგებსაც მოუწოდებდა.

ჯერემი ჰანტი:

 

 

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, 55 წლის ჯერემი ჰანტიმ, 2019 წლის ლიდერობის კონკურსში, ბორის ჯონსონის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

წლის დასაწყისში მან თქვა, რომ მისი ამბიცია, გამხდარიყო პრემიერმინისტრი, “სრულად არ გამქრალა”. ჰანტიმ თქვა, რომ ის ხმას მისცემდა ჯონსონის გადადგომას გასულ თვეში ნდობის კენჭისყრით, რომელიც ჯონსონმა გაიმარჯვა.

 

რიში სუნაკი

 

რიში სუნაკი, რომელმაც ფინანსთა მინისტრის პოსტი სამშაბათს დატოვა და თქვა, რომ “საზოგადოება სამართლიანად ელის, რომ მთავრობა სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად წარიმართება”, გასულ წლამდე ბორის ჯონსონის შემცვლელობის ფავორიტი იყო.

თუმცა, ის ჯონსონთან ერთად Covid-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს, რის გამოც საკმაო კრიტიკა დაიმსახურა.

სწორედ ის იყო პირველი მინისტრი, რომელიც გადადგა პროტესტის ნიშნად იმის გამო, რომ “ჯონსონმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა იმის გამო, რაც მან კონსერვატიული პარტიის წევრის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებების შესახებ იცოდა”.

 

საჯიდ ჯავიდი:

 

 

ყოფილი ბანკირი და თავისუფალი ბაზრის ჩემპიონი, ბოლოს ჯანდაცვის მინისტრი იყო. მან ჯონსონის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2020 წელს დატოვა.

პაკისტანელი მუსლიმი ემიგრანტი მშობლების შვილი, გარდაცვლილი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის თაყვანისმცემელია. ჯავიდმა პრემიერის შესაძლო შემცვლელის ლიდერთა კონკურსში 2019 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა.

ნადიმ ზაჰავი:

 

ახლადდანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ვაქცინების მინისტრმა მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად განიხილებოდა.

ზაჰავი ყოფილი ლტოლვილია ერაყიდან, რომელიც ბრიტანეთში ბავშვობაში ჩავიდა. ეს კი მას სხვა კონსერვატორი კოლეგებისგან განასხვავებს.

2010 წელს, პარლამენტში შესვლამდე ის საარჩევნო კამპანია YouGov-ს თანადამფუძნებელი იყო.

გასულ კვირას, მან თქვა, რომ პრემიერმინისტრობა მისთვის “პრივილეგია” იქნება.

პენი მორდაუნტი:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბორის ჯონსონმა გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან ლიდერობის ბოლო კონკურსის დროს მხარი მის კონკურენტ ჰანტის დაუჭირა.

ამჟამად ის ვაჭრობის უმცროსი მინისტრია. მან “ლოქდაუნის” დამრღვევ პარტიებს “სამარცხვინო” უწოდა. მისი თქმით, ამომრჩეველს ხელისუფლებისგან “პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის” დანახვა სურდა. ადრე მან ბორის ჯონსონის მიმართ ერთგულებაც კი გამოხატა.

რა თქვა ბორის ჯონსონმა თანამდებობის დატოვებისას და ვის გადაუხადა მადლობა – „მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ“

რატომ დასაჯა ათათურქმა ბორის ჯონსონის დიდი ბაბუა სიკვდილით – ბრიტანელი პოლიტიკოსი თურქულ-ჩერქეზული ფესვებით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები