LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რისთვის აკავებენ ხალხს, გაგიჟებული ვარ” – ხმაური და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროსთან

193
BeFunky-collage (19)

ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება მოხდა პროტესტის კიდევ ერთ ლოკაციასთან. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიციამ სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლა სთხოვა, რამაც ხმაური გამოიწვია.

“ტვ პირველის” კადრებში ჩანს, თუ როგორ განარიდა პოლიციამ ორი ადამიანი ტერიტორიიდან.

“ფორტუნა” ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროთან ცდილობს.

“მიზეზი არ აქვთ, ვეკითხებით პასუხს არ გვცემენ. რისთვის აკავებენ ხალხს, გაგიჟებული ვარ”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პროტესტის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პოლიცია მათ პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს.

“პოლიცია ძალიან აგრესიულია, სამწუხაროა, რომ ყველა მეგობრულ თხოვნაზე აგრესიულად გვპასუხობს. კონკრეტული მოთხოვნით ვართ მოსული, გვინდა, ქალბატონ მინისრტთან შეხვედრა, მან და მისმა მოადგილეებმა კარგად იციან გლდანის საავადმყოფო, რა ტიპისაა”,- თქვა სერგო ჩიხლაძემ.

სუს-თან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები