LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც დასრულდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი“ – კალაძე გადათხრილ გლდანში სამუშაოებს გაეცნო (ვიდეო)

275
BeFunky-collage (1)

“როდესაც დასრულდება სამუშაოები, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი,”- ეს განცხადება დედაქალაქის მერმა გლდანში, მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას გააკეთა.

როგორც მერმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ახალი გზის საფარი.

„გლდანელებს დავპირდით, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩები ახალ წლამდე ქვედა ფენებში მოეწყობოდა და ჩვენი პირობა შევასრულეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი დამთავრებულია და სამუშაოები ბოლომდეა შესრულებული. კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი: ტროტუარების მოწყობა, ასფალტის მეორე ფენის დაგება, ვეკუასა და ხიზანიშვილის შემაერთებელი გზაც მოწყობილია ქვედა ფენებში, ზემოთ ხოჭოს ქუჩა ფაქტობრივად დასრულებულია.

ახლა ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ესაა ახმეტელის მეტროსთან მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რადგან ამდენი თანხა იხარჯება და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეაბილიტირდეს მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელშიც წვიმის დროს წყალი ჩამოდის და სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე იმ სავაჭრო ფართებისთვის, რომლებიც აქ არის განთავსებული. ერთი თვის განმავლობაში ეს მონაკვეთი იქნება გადაკეტილი და მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას შეფერხებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული. ძალიან სწრაფად დავამთავრებთ ამ პროექტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი წლიდან ყველაფერს გავაგრძელებთ: თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და ღირებულება (ვიდეო)

კახა კალაძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის, თუმცა მისი თქმით პროექტის დასრულების შემდეგ ადამიანები კარგ ინფრასტრუქტურულ პირობებს მიიღებენ.

“ერთი თვის მანძილზე ეს კონკრეტული მონაკვეთი იქნება გადაკეტილი, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, როდესაც დასრულდება სამუშაოები, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი. გაკეთდება ველობილიკებიც, კარგი საფარი და სხვა დეტალები, მთლიანობაში მაგარი სამუშაოები იქნება წარმოებული, რომელიც ათეულობით წლები გაძლებს”- განაცხადა კახი კალაძემ.

გლდანში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი იხარჯება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები