LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლიდან ყველაფერს გავაგრძელებთ: თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და ღირებულება (ვიდეო)

228
78897358-3156860210997224-1156359067581546496-o

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც კახი კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა დედაქალაქში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. თბილისის ინფარასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახალ წელთან დაკავშირებით დროებით შეჩერებულია, კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საზოგადოების ეჭვი სამუშაოების დასრულების შესახებ მცდარია, ვინაიდან ჭავჭავაძის გამზირზე და ასევე გლდანის ორ ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 იანვრამდე შეჩერდა, თუმცა ახალი წლების შემდეგ კვლავ აქტიურ ფაზაში გაგრძელდება.

“რამდენიმე დღეში მოძრაობა მთლიანად იქნება შესაძლებელი ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩაზე. ორივე ქეჩაზე ქვედა ფენებში, მოეწყობა ინფრასტრუქტურა. აქ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადამიანებს გონიათ, ხშირ შემთხვევაში, სამუშაოები დასრულდა. ანალოგიური შემთხვევა იყო ჭავჭავაძის გამზირზე, და ამბობდნენ, რომ ეს როგორი გზაა, მიტოვებულია სამუშაოები. ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ახალ წელთან დაკავშირებით და 8 იანვრიდან სამუშაოები კვლავ განახლდება”, – აცხადებს კახი კალაძე.

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე მოძრაობა აღდგება

 

დედაქალაქის მერის განმარტებით, პარალელურ რეჟიმში  გაგრძელდება ბორდიურების მოწყობა, ტროტუარების მოწესრიგება. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ველობილიკები, სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, გარე განათებების ბოძების შეცვლა. მოხდება ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვევით ჩატანა. ვეკუა-ხიზანიშვილის პროექტისთვის, კალაძის თქმით, 13 მილიონი ლარია გამოყოფილი.

“9 მარტის” და “დედა ენის” პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება ასევე 8 იანვრიდან. მერის განცხადებით, უკვე დასრულებულია ამ ორი პარკის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაც. დენდროლუგიური მხარის მოწესრიგებაც ახალი წლიდან დაიწყება. პროექტის დასასრულად კალაძემ მომავალი წლის გაზაფხული დაასახელა. სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 7 მილიონ ლარს.

კახი კალაძემ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ გამგეობები ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოყოფენ სპეციალურ ადგილებს, სადაც შესაძლებელი იქნება ადგილობრივი პროდუქტის გაყიდვა. მისივე თქმით, ეს იქნება ცივილური და სუფთა ფორმით მოწყობილი საახალწლო ბაზრობები.

 

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/455442105396194/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g