LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლალი პაპიაშვილი არ არის პირველი მსხვერპლი, ვინც დაუდევარმა მძღოლმა შეიწირა, სამწუხაროდ, ვერც უკანასკნელი იქნება, სანამ არ სახელმწიფო არ გაამკაცრებს კანონს ან თვითშეგნება არ მივა იქამდე, რომ სისწრაფე კლავს!“ – რას წერს ახლობელი გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე

732
2026-05-10_15-26-06_798499

გლდანში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ქალის, ლალი პაპიაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ერთხელ აქტუალურს ხდის გადაჭარბებული სიჩქარით გამოწვეულ ფატალურ შედეგებსა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ახლობლების ემოციური გამოხმაურება პირდაპირ მიუთითებს იმ სისტემურ პრობლემაზე, რომელიც მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ქვეითთა დაუცველობასა და კანონმდებლობის აღსრულების გამკაცრების აუცილებლობას უკავშირდება.

გარდაცვლილის ახლობელი, მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში ლალი პაპიაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ამავდროულად, მოუწოდებს საზოგადოებასა თუ სახელმწიფოს პასუხისმგებლობისა და სანქციების გამკაცრებისკენ.

„ნიცამ ანის, ლალიკოს შვილის კლასში, ერთი სასწავლო წელი გაატარა. მაშინ გავიცანი იგი – ზუსტად ასეთი ღიმილიანი, სიცოცხლით სავსე და პოზიტიური, როგორიც ფოტოებზე შემორჩა… 💔

რანაირად დასრულდა, როგორ შეიწირა მანიაკმა მძღოლმა და როგორ დაობლდნენ პატარები – მთელი ტრაგიზმია, ჯვარცმა, რომლის ზიდვაც ანის და თავის უმცროს დაიკოს პატარა მხრებით მოუწევთ ! 💔

,,პატარებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რა არის დედის სიკვდილი“ – წერდა გოპდერძი ჩოხელი ერთ-ერთ მოთხრობაში…💔

არც ანი იყო ამისთვის მზად და მით უმეტეს, პატარა გოგო, იმ ღამით მოუთმენლად რომ ელოდა დედიკოს, რომელიც ვერ დაბრუნდა სახლში… 💔

სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან ,,კარფურთან” მომხდარი ავარიის შესახებ მესმის… სოციალური ქსელი ლალიკოს ფოტოებით არის აჭრელებული … ღიმილიანი, პირმცინარი გოგო მხოლოდ ფოტოებს შერჩება და საყვარელი ადამიანების თვალებს ემახსოვრება… 💔

თბილისის ქუჩაზე კიდევ ერთი სიცოცხლე დასრულდა და სხივიც ჩაქრა!💔

ლალი პაპიაშვილი არ არის პირველი მსხვერპლი, ვინც დაუდევარმა მძღოლმა შეიწირა, სამწუხაროდ, ვერც უკანასკნელი იქნება, სანამ არ სახელმწიფო არ გაამკაცრებს კანონს ასეთი ადამიანების მიმართ ან თვითშეგნება არ მივა იქამდე, რომ სისწრაფე კლავს! 💔

შეგახსენებთ, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გლდანში მოხდა. სამსახურიდან სახლში მიმავალ ქალს ავტომობილი ტროტუარზე დაეჯახა. როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g