LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც საქმე ვაქცინებს ეხება, ქვეყნებმა „მე პირველ რიგში“ მიდგომაზე უარი უნდა თქვან – ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

88
gebreiesus

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ როდესაც საქმე ვაქცინებს ეხება, ქვეყნებმა „მე პირველ რიგში“ მიდგომაზე უარი უნდა თქვან.

მისივე თქმით, აღნიშნული შეიძლება მოკლევადიან პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდეს, თუმცა ეს თვითდამარცხებაა და პანდემიისგან აღდგენის პროცესს გაახანგრძლივებს.

„ამ დროისთვის ვაქცინის 225 მილიონი დოზიდან აბსოლუტური უმრავლესობა მდიდარ და ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებში გაიხარჯა, ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობა ამ ყველაფერს უყურებს და ელოდება”-აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა.

შეიძლება, დაბალშემოსავლიანები რომ აღარ ვართ, ამან ითამაშა ცუდი როლი – იმნაძე ვაქცინის დაგვიანებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები