LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება, დაბალშემოსავლიანები რომ აღარ ვართ, ამან ითამაშა ცუდი როლი – იმნაძე ვაქცინის დაგვიანებაზე

1064
paata-imnadze-w-h

რატომ მიიღო ზოგიერთმა ბევრად დაბალშემოსავლიანმა ქვეყანამ უფრო ადრე ვაქცინა, მაშინ როცა, საქართველოში ჯერ არც ერთი დოზა არ შემოსულა – ამ კითხვაზე პასუხად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად. ამის შესახებ პაატა იმნაძემ “მაესტროს” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერჯერობით კოვაქსიდან დასტური არ არის, როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა.

“ამ შემთხვევაში, იმან, რომ საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ ჩვენ უფრო, და არა დაბალშემოსავლიანში, შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, იმიტომ, რომ [კოვაქსში] პირველ რიგში დაბალშემოსავლიანებს გადასცეს… მაგრამ იქაც სულ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ჯერჯერობით” – აცხადებს პაატა იმნაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g