LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიწყება ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა – ღარიბაშვილის პასუხი

133
1551770164-ირაკლი-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მალე გავრცელდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება.

“ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და ჩვენ ძალიან მალე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე. ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ეს არის მრავალ ასეულ მილიონიანი ინვესტიცია. რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილი: ვიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების 5-წლიან პროგრამას, შერჩეული გვაქვს 11 ლოკაცია 

„წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათსა და პურზე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები