მსახიობ მანანა კოზაკოვას სააღდგომო სამზადისის შესახებ ჟურნალმა „გზას“ დაუსვა კითხვები. როგორ ამზადებს ის ხაჭოს პასკას?
მანანა კოზაკოვა:
„საყოველთაოდ გავრცელებული რეცეპტის მიხედვით ვაცხობ, რაც ბავშვობიდან ვიცოდი, მერე ეკა ანდრონიკაშვილმა თავისი რეცეპტი მითხრა, როგორც ხდება ხოლმე, დიასახლისები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. ხაჭო ისე უნდა გამოშრეს, უნდა დატყდეს, აფხვიერდეს, ეს თავისებურ სტრუქტურას სძენს, თან, საოცრად გემრიელი გამოდის.
სააღდგომო სამზადისში ბატონი ლევანი რა ფორმით ერთვება?
ვერ ვიტყვი, რომ დიდად აქტიურობს, ჩაქაფულიც კი არ უყვარს, მიირთმევს, მაგრამ არ გიჟდება. შებოლილი მოხარშული შაშხი ურჩევნია, კვერცხთან ერთად. ამ შემთხვევაში მის გაოცებას დიდად ვერ ვახერხებ…“