LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აფასებს მსოფლიო ბანკი ქართულ ეკონომიკას

169
msofl banki1

საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე ისაუბრეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრას ესწრება საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრების ფარგლებში, განიხილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და პროგრამები, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.  ასევე იმსჯელეს საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

ქვეყნის ეკონომიკა "გაიყინა" - რატომ ამბობენ უარს ინვესტორები საქართველოში შემოსვლაზე

ივანიშვილი თავისთან იბარებს ბიზნესმენებს და „ალაგებს“ სიტუაციებს. ვის ჩადებს აქ ინვესტიციებს?

„მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას“ – აცხადებს მსოფიო ბანკის ვიცე-პრეზიდეტი სირილ მიულერი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც გზების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციას შეხვედრების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტისას, დაგეგმილია ასევე მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

პოპულალურები