“საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც ათი წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით. შესანიშნავი ადგილია, გაქვთ ულამაზესი მენიუ, ბლექ სი არენაზე და ძალიან მაგარი საჭმელი” – ეს ჰოლივუდის ვარსკვლავის სიტყვებია, რომელიც 13 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე წარმოთქვა.
მაყურებლებთან სრულ ინტერაქციაში შესული მსახიობი, რეჟისორი და მუსიკოსი Thirty seconds to Mars-ის თაყვანისმცემლებს, რომელთა შორის არცთი ცოტა უცხოელი მსმენელი გახლდათ, განსაკუთრებული ჩაცმულობით წარუდგა, როგორც მას სჩვევია ხოლმე და მთელი საღამო მუხტი ერთი წამითაც კი არ დაუგდია, თუმცა განსაკუთრებული იყო საღამოს ერთი ნაწილი…
ჯგუფის მენეჯმენტმა სოლისტისთვის საქართველოს დროშა წინასწარ მოითხოვა და უკვე ცხადი იყო, რომ ის გაიმეორებდა იმას, რასაც ყველა ჩასულ ქვეყანაში აკეთებე ხოლმე იმ ქვეყნის პატივისცემის ნიშნად, დროშას ააფრიალებდა.
ასე მოხდა საქართველოშიც. ბლექ სი არენას სცენაზე ჯარედ ლეტომ საქართველოს დროშა ერთ-ერთი კომპოზიციის შესრულებისას ააფრიალა და მაყურებელში გამორჩეული ემოციები გამოიწვია.
Thirty Seconds to Mars-ის ამ ნაბიჯს დადებითი შეძახილები მოჰყვა, სოცქსელები კი სწორედ ამ ფოტომ მოიცვა, სადაც ლეტო ქართულ დროშას აფრიალებს.
ფოტოები აღებულია ,,ბლექ სი არენას” ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან (ფოტო: ალექს რუაძე)