LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ დაიყოლია ჩიკაგო მაკდონალდსის საქართველოში ჩამოტანაზე 10 ზომით დიდი პიჯაკით შემოსილმა ჭყონიამ?“ – რას იხსენებს ბიზნესმენი

377
ჭყონია (1)

„კოკა-კოლა არ არის მხოლოდ გაზიანი სასმელი, ეს არის ფილოსოფია“, – ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელმაც მედია პლატფორმა Imitom.ge-ზე „მაკდონალდსის“ ქსელისა და „კოკა-კოლას“ საქართველოში შემოტანაზე ვრცლად ისაუბრა.

„როგორ დაიყოლია ჩიკაგო მაკდონალდსის საქართველოში ჩამოტანაზე 10 ზომით დიდი პიჯაკით შემოსილმა ჭყონიამ?“ – ბიზნესმენი აშშ-ში ჩასვლის ისტორიას, იქ გამართულ მოლაპარაკებებს და ედუარდ შევარდნაძესთან ერთად ამერიკული დელეგაციის საქართველოში მასპინძლობის დეტალებს იხსენებს.

„უდიდესი გზა გავიარეთ. ახლა არის, რომ ვიპრანჭებით, თორემ 6 თვე ვიმუშავეთ წარმოუდგენლად“, – ამბობს ჭყონია.

„რა არის „კოკა-კოლის“ ყველაზე დიდი დამსახურება?! მე რომ მიკავია ქილა, შეიძლება იმავე მომენტში ბაიდენს და ზელენსკის ეკავოს. ეს არის სასმელი, რომელიც მთელ მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანთან გაერთიანებს, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის?! ამიტომ ჩემი ცხოვრების დიდი წილია“, – აცხადებს Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი.

წყარო: Imitom.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები