LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი პანდემიის დროს

1168
1

როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი პანდემიის დროს – ამ თემაზე „ფორტუნას“ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი მაია სხირელი ესაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა?

პანდემიის პირობებში ადამიანები ძირითადად სახლში სხედან, შესაბამისად ფიზიკური დატვირთვა არ აქვთ, რაც აუცილებელია. სასურველია დილით ადგნენ და იარონ სუფთა ჰაერზე, ან ივარჯიშონ სახლის პირობეში. ინტერნეტში ბევრი სავარჯიშო მასალა დევს და შესაბამისად, შეუძლიათ თავად შეარჩიონ.

მნიშვნელოვანია ძილის ფაქტორიც. ხშირად ახალგაზრდები გვიან იღვიძებენ, რადგან გვიან წვებიან დასაძინებლად, შესაბამისად, ძილი არ ჰყოფნით. 7-8 საათიანი ძილი საკმარისია ორგანიზმისთვის. აუცილებელია ორგანიზმი რეგულაციას დაექვემდებაროს, ამიტომ შეეცადეთ დაიძინოთ ღამის 12 საათისთვის.

რა როლი აქვს კვებას ჯანსაღი ცხობრების წესში?

სწორი კვება მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. დღეში 4 – ჯერ უნდა მიიღოთ საკვები, მცირე ულუფებით. აუცილებელია წყლის მიღება, თუნდაც ლიმონით. არ არის სასურველი ბევრი შემწვარი მიირთვათ, დაიწყეთ წვნიანებისა და ბოსტნეულის მიღება.

რაც შეეხება დიეტებს, მას ბევრი მიმართავს წონაში კლებისთვის…

პირადად მე დიეტის წინააღმდეგი ვარ. ჩაანაცვლეთ სწორი კვებით. ყველაფერი უნდა მიიღოთ ცოტ-ცოტა. დიეტები აზიანებს ნერვულ სისტემას და ორგანიზმიც სტრესში ვარდება. ამიტომ ამოიღეთ ბევრი შემწვარი მენიუდან და იკვებეთ ჯასაღად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები