ბოლო რამდენიმე წელია, მაკა ზამბახიძე წყნეთში ცხოვრობს, ლამაზ სახლში, რომელიც საკუთარი ჰონორარებით ააშენა და გაარემონტა. მომღერალი იქ შვილთან, სალომე ჩიტაძესთან და მეუღლესთან, მიხეილ ჩოხელთან ერთად ცხოვრობს.
მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და […]
მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი
მაკას 2017 წელს „ფორტუნაც“ ესტუმრა სახლში, რომელიც ასევე შესანიშნავად ჰქონდა მორთული და მისგან და ნეკა სებისკვერაძისგან, რომელიც მას წინასაახალწლოდ სტუმრობდა, ინტერვიუც აიღო.
ახლახან კი მაკამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თავისი საახალწლოდ მორთული სახლი გადაიღო.