LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაუადვილა სკოლის პირველი სტრესული დღე თანაკლასელმა აუტისტ ბიჭუნას [ვიდეო]

794
classmates-holding-hands-autism-first-day-of-school-courtney-moore-fb2

სკოლის პირველი დღე როგორც წესი სტრესულია. მით უმეტეს მაშინ, როცა კლასელები მხარს არ გიჭერენ.

კანზასის შტატში, დაწყებითი კლასის ორი მოსწავლის საქციელი ყველასთვის სამაგალითოა.

კორტნი მურმა, დაინახა, რომ მისი 8 წლის შვილი, რომელსაც სკოლაში პირველი დღე ჰქონდა, თანატოლს ამშვიდებდა, რომელიც კუთხეში იდგა და ტიროდა.

“ის პატარა კონორს ანუგეშებდა. ხელი ჩაკიდა და კარისკენ წაიყვანა. დაელოდა სანამ ზარი დაირეკებოდა და სკოლაში შეიყვანა,” – განაცხადა CNN-თან ბიჭის დედამ.

კრისტიანის ეს ჟესტი სიკეთის საოცარი გამოვლინებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბიჭს, რომელსაც ის დაეხმარა, აუტისტურის სპექტრის აშლილობა აქვს.

კონორის დედამ ჟურნალისტებთან საუბარი აღნიშნა, რომ მისი შვილი სკოლის პირველ დღეს განსაკუთრებით ანერვიულებული იყო.

“ზოგადად, ძალიან ემოციურია. მაშინაც ტირის, როცა რაიმე წყინს და მაშინაც, როცა ბედნიერია” – განაცხადა კონორის დედამ.

 

კრისტიანი შავკანიანია, კონორი კი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე. კონორი ვერ ხედავს იმას, რომ კრისტიანი რამით მისგან განსხვავებულია, ვერც კონორი ხედავს რაიმე პრობლემას აუტისტური სპექტრის აშლილობაში. ბიჭებმა სკოლის შემდეგ ვიდეოთამაშებიც ითამაშეს და დამეგობრდნენ.

კონორის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან გახარებულია, რომ მეგობარი შეიძინა.

“ის ამბობს, რომ კრისტიანი უყვარს” –  ამბობს კონორის დედა.

თავად კონორმა კი ჟურნალისტს ასეთი რამ უთხრა: “მიპოვა, ხელი მომკიდა და ამის გამო, სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები