ყოველთვის თან გქონდეთ პასტა და ფურცელი

ნოუთბუქში რეგულარულად ჩაინიშნეთ დღის განმავლობაში მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია, დაწერეთ ის, რასაც იმ მომენტში ფიქრობთ, შეიძლება საკუთარ თავზე, ან გარშემომყოფებზე. მეცნიერები ამბობენ, რომ ტვინი მაშინაც კი მუშაობს, როცა დაღლილობისგან გათიშული ხართ, ამიტომ ასეთ დროს იზრდება სწორედ იმის შანსი, რომ რაღაც კრეატიული აზრი მოგივიდეთ თავში.

 

მედიტაცია და ვარჯიში

თქვენი სხეულის ფორმაში ყოფნა და ვარჯიში ტვინს კრეატიული იდეებით ავსებს. სირბილი და მედიტაცია ტვინის მდგომარეობას აუმჯობესებს, ააქტიურებს მას და შესაძლოა, ორიგინალური აზრებიც მოგივიდეთ.

შენი ტელეფონი შენი მეგობარია

თქვენ არ გჭირდებათ პროფესიონალური ფოტოაპარატი– მარტივად შეგიძლიათ არაჩვეულებრივ შედეგებს თქვენივე ტელეფონის კამერით მიაღწიოთ. ფოტოების გადაღებამ, შესაძლოა, თქვენი ხედვა გარკვეული მიმართულებით შეცვალოს. უშუალოდ ფოტოგადაღების პროცესში ტვინი მაქსიმალურად კრეატიულობაზეა ორიენტირებული.

 

შეეცადეთ, ყურადღება არ გაგეფანტოთ

ზოგი ფიქრობს, რომ მუსიკა, განსაკუთრებით კი კლასიკური, კრეატიულობის მთავარი გასაღებია. ნაწილს სჯერა, რომ სიმშვიდე და წყნარი გარემო კრეატიული იდეების გაჩენას ხელს უფრო მეტად უწყობს. ეს თავიდან ბოლომდე თქვენზეა დამოკიდებული. თავად სცადეთ, როგორ გარემოში უფრო კონცენტრირებული ხართ სამუშაოზე.

 

მთავარი გასაღები კომუნიკაციაა

ძალიან კარგი გზა იმისთვის, რომ კრეატიულობის სტიმულირება მოხდეს, იმ ადამიანებთან ერთად ყოფნაა, ვინც იმავე საკითხზე მუშაობს, რაზეც თქვენ. ასეთ დროს ერთმანეთს იდეებს უზიარებთ, ფიდბექს იღებთ და ვისაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს, მათგან გარკვეულ რჩევებსაც ისმენთ. კრეატიულობისთვის ეს მნიშვნელოვანია.

 

შეეცადეთ საქმე განსხვავებულად გააკეთოთ

მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ზოგჯერ ადამიანებმა თავადაც არ იციან , რომ კრეატიულები არიან. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ ადამიანების ნაწილი თავის ყოველდღიურ ქცევაზე წინასწარ არ ფიქრობს. მეორე ნაწილი კი ყველაფერს გეგმავს. ფსიქოლოგების აზრით, თუ თქვენს ყოველდღიურ რუტინას შეცვლით, მაგ. აღარ გააკეთებთ დილით სენდვიჩს, თუ ამას რეგულარულად აკეთებთ, ეს კრეატიულობის დონეს გაზრდის.

 

იყავით საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობილი და იმხიარულეთ

თქვენი კრეატიულობის შანსები რომ გაზარდოთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს პროცესი თქვენთვის სტრესული არ არის. პროფესორი ბერის გოთი ამობს, რომ ბედნიერება შენი არჩევანია, რაც კრეატიულობის გასაღებია. „თუ ირჩევ მხიარულებას, ეს ერთგვარი ჯილდოა, რომელიც თქვენს მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს და უფრო კრეატიულს გხდით“ – ამბობს პროფესორი.

 

 

 

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი