LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გრძნობს თავს ქართველი გოგონა, რომელმაც აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა?

1286
გერგედ

ანა გერგედავა, ქართველი გოგონა, რომელმაც  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თავს კარგად გრძნობს. თუმცა, აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ”ფორტუნა” მას დაუკავშირდა და დეტალებზე გაესაუბრა.

2015 წელს ჩამოვედი ქალაქ ნიუ-იორკში. სამი თვეა, რაც მანჰეტენზე გადავედი საცხოვრებლად. კორონავირუსი არ გადამიტანია და ერთი სული მქონდა ასაცრელთა სიაში მოვხვედრილიყავი.

ნიუ-იორკში ადგილები შევსებული იყო, სტემფორდში მომიწია წასვლა (კონექტიკუტის შტატი). როდესაც კლინიკაში მივედი, სიცხე გამიზომეს, მკითხეს თუ აღმენიშნებოდა გაციების ან გრიპის ნიშნები. შემდეგ, შემიყვანეს პაციენტების მისაღებ ოთახში. ამიხსნეს, თუ რა უკუჩვენებები შეიძლება მოჰყვეს ვაქცინაციას. ასევე მითხრეს, რომ ჩვეულებრივ უნდა გავაგრძელო პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ხელების განსაკუთრებული ჰიგიენა. აცრის 1 დოზის მიღების შემდეგ, (მეორე დოზის მიღება მიწევს 4 თებერვალს). 15 წუთი გამაჩერეს, რომ დარწმუნებულიყვნენ ალერგიული რეაქცია არ მქონდა. შემდეგ, დავტოვე კლინიკა. ფეხით გავისეირნე ნახევარი საათი, დავბრუნდი მატარებლის სადგურში და ჩამოვედი ნიუ იორკში.

უკუჩვენება ხომ არ გქონიათ დროის გასვლის შემდეგ და რამდენად გარანტირებულია, რომ აცრის შემდეგ დაცული იქნებით?

არანაირი უკუჩვენება არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვგრძნობ მადის მომატებას, რაც უკუჩვენებათა ჩამონათვალში დასახელებული არ არის.

გარანტიას არ იძლევიან და ამბობენ, რომ შეიძლება ყველა არ დაიცვას კოვიდ-19-ით ინფიცირებისგან. არავინ არ ადევნებს თვალ-ყურს ვაქცინიზაციის შემდგომ პერიოდს. უბრალოდ, გაფრთხილებულები ვართ, რომ მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, დავრეკოთ 911-ში ან მივიდეთ უახლოეს ჰოსპიტალში.

ვიცით, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინის მიმართ… რა რეაქციები მოყვა, ახლობლებისგან?

ახლობლებისგან დადებითი. ზოგს იმედი გაუჩნდა რომ საქართველოშიც მალე ჩავა, ზოგს გული დაწყდა, რომ ჯერ კიდევ შორია იმ დღემდე, როცა საქართველოში ჩააღწევს. დის ოჯახმა ფოიერვერკი გაუშვა აღსანიშნავად. ღია უარყოფითი პოზიციაც დაფიქსირდა, თუმცა იმაზე ნაკლები ადამიანისგან, ვიდრე მოველოდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები