LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ, თუ ყვავი თავს დაგვესხა: შეიძლება თუ არა ფრინველის აგრესია ინფექციამ გამოიწვიოს

2246
ყვავების თავდასხმა

თბილისში ყვავების ადამიანებზე თავდასხმამ ბევრს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმები გაახსენა. გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ გარბიან შეშინებული ადამიანები.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მომხდარში გასაკვირი არაფერია, რადგან ასეთი ქცევა ყვავებს იშვიათად, მაგრამ ახასიათებთ.

„საქართველოში ყვავები ინფექციური დაავადების გადამტანები არ არიან. ამიტომ ყვავის ნაკაწრის გამო სპეციფიური ჩასატარებელი ღონისძიებები არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოველთან და ფრინველთან ასეთი მჭიდრო შეხების შემდეგ აუცილებელია, ადამიანი ყურადღებით იყოს ხოლმე. დღეში რამდენჯერმე ტემპერატურა უნდა გაიზომოს, მაგრამ განსაკუთრებული პრევენცია გასატარებელი არაა. ამერიკაში იყო ეპიზოდი, როდესაც ყვავებისგან ვრცელდებოდა ინფექცია, რომელსაც დასავლეთ ნილოსის ინფექცია ერქვა. ჩვენთან ამ ტიპის ინფექცია არ ვრცელდება, ამიტომ ყვავები ამ მხრივ საშიშები არ არიან“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

კითხვაზე, თბილისში ყვავის ასეთი აგრესიულობა, შეიძლება თუ არა რაიმე ინფექციით იყოს გამოწვეული, მაია ბუწაშვილი პასუხობს:

„ყვავების ქცევის ასეთი ცვლილება, არ არის ინფექციური დაავადების სპეციფიური ნიშანი. ყვავებს შეიძლება გადაჰქონდეთ ინფექცია. პერიოდულად იყო ხოლმე აფეთქება ნიუ-იორკის შტატში. იქ ყვავები იხოცებოდნენ ინფექციისგან და მათგან ადამიანებიც ინფიცირდებოდნენ. მკვდარი ყვავების დაავადებასაც ეძახდნენ ამ დაავადებას. მაგრამ ეს ინფექცია საქართველოში ყვავებს არასდროს ჰქონიათ“.

შეგახსენებთ, ყვავები თბილისში 5 ადამიანს დაესხნენ თავს.

ვიდეო: ,,ჰიჩკოკობა ქალაქში” – როგორ ესხმიან თავს ყვავები გამვლელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები