გადაცემაში „ნოესთან“ ლელა კილაძემ გუკა რჩეულიშვილმა მათი ურთიერთობის დაწყებაზე და იმ პერიოდზე ისაუბრეს, როცა ლელამ უჩივლა და მასთან მიახლოება ეკრძალებოდა.
„მტკვარზე მივედი, ლელა მის მეგობრებთან ერთად იყო და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემთან ერთად იქნებოდა.
მაშინ მეც სხვა ცოლი მყავდა და ლელასაც სხვა ქმარი ჰყავდა. არ ვიცი, რატო ვიფიქრე ასე, ვიგრძენი.“ – ამბობს გუკა რჩეულიშვილი მათ პირველ შეხვედრაზე.
„გუკა კარგი ბიჭია, მოგზაურია, ერთად ბევრი რამ გავიარეთ.
ბედნიერი ვარ, რომ ბევრი სირთულე გავიარეთ და შევძელით, რომ ახლიდან დაგვეწყო“. – ამბობს ლელა კილაძე.
ნოე სულაბერიძის კითხვაზე: როცა თქვენს შორის გრძნობა გაჩნდა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ლელა კილაძე პასუხობს:
„პირველი ემოცია იყო… რთული იყო. არ ვიცი რამდენად გულწრფელი შემიძლია, ვიყო. უცებ არ დაწყებულა. თავიდან მეგობრობით დავიწყეთ. დავინახე და შემოიყვარდა ასე არ ყოფილა.
ჩემი მეგობარი ამბობდა, გუკასთან არ მოიწყენო.
ამ გართობაში აღმოვაჩინე, რომ თურმე შეყვარებული ვარ.
ეს არც ისე ადვილი იყო. მე ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები მქონდა, რომელსაც რაღაც ეტაპზე თავი ვერ გავართვი“. – იხსენებს ლელა კილაძე.
ნოე: გაიხსენე პერიოდი, როდესაც სამართალდამცავებს მიმართე, რომ შენამდე არ მოსულიყო.
„ეს იყო, რთული მომენტი. რადგან აღმოჩნდა, რომ თავის თავს საფრთხეს უქმნიდა და ჩვენს ოჯახს უქმნიდა საფრთხეს. მაიამ და რუსომ ციხიდან ძალა მომცეს, ასე რომ არ ყოფილიყო, მარტოს გამიჭირდებოდა“. – იხსენებს ლელა კილაძე და დასძენს, ჩემთვის პირველ რიგში მთავარი იყო, რომ გუკა გადარჩენილიყო ფიზიკურად.
თრინითიმ განიცადა ეს ყველაფერი. ახლა ძალიან ბედნიერია, სახლში რომ მოდის და გუკას ხედავს, ეხუტება და ასეა ყოველთვის“. – იხსენებს ლელა კილაძე.
ამ პერიოდზე საუბრისას გუკა რჩეულიშვილი ამბობს:
„ვხვდებოდი, რომ ციხე მჭირდებოდა.
დაკითხვაზე რომ მივედი, რაღაც ნივთიერება მივიტანე და ეს მაქვს -მეთქი, მინდოდა, რომ ამ ნივთიერებისთვის დავეჭირე, მაგრამ მაინც ამ მუხლით მომიწია ჯდომა“. – ამბობს გუკა რჩეულიშვილი.
გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი ლელა კილაძეა…