ხშირად ბავშვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რთული ქცევა ახასიათებთ. მშობლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით ბავშვის რთული ქცევის გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა ფსიქოლოგები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და მშობლებს სხვა მიდგომებს ურჩევენ.

განხორციელებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დასჯის ფორმები არასასურველი და პრობლემური ქცევის გახშირებას იწვევს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა ქცევების ჩართვა ბავშვის ქცევით რეპერტუარში ხდება უფროსების დახმარებით. როგორცფორტუნასნიუტონის თავისუფალი სკოლის სკოლამდელი აღზრდის ხელმძღვანელმა, ბაღიფელიქსისდამფუძნებელმა, ფსიქოლოგმა ნინუ კიკნაველიძემ განუცხადა,  ის, თუ რამდენად ჩართავს ბავშვი ამა თუ იმ ქცევას თავის ქცევით რეპერტუარში და რამდენად  ხშირად განახორციელებს მას, დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე.

ბავშვები ხანდახან მშობლისთვის არასასურველ ქცევებსაც სწავლობენ. შედეგად მათ ხშირად სჯიან იმის გამო, რომ „კარგად“ არ იქცევიან, თუმცა იმის განსაზღვრა, რა არის კარგი”, ნორმალური“ და „ცუდი“ ქცევა, ადვილი საქმე არ გახლავთ. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე: ბავშვის ასაკზე, მის პიროვნულ თავისებურებებზე, ფიზიკური და ემოციური განვითარების დონეზე. მაგალითად, თუ ორი წლის ბავშვი დარბის და ძირს ყრის სათამაშოებს, იქექება უჯრებში და ბევრ შეკითხვას სვამს, ეს მისი ასაკისთვის ბუნებრივი ქცევაა და ამის გამო არ უნდა დაისაჯოს. რთული ქცევის უამრავი განსხვავებული  განმარტება არსებობს.

ხშირ შემთხვევაში, როდესაც ბავშვები „კარგად“ არ იქცევიან, მშობლები მათ ფიზიკურად სჯიან და მიაჩნიათ, რომ ასე ისინი ბავშვის სასიკეთოდ იქცევიან. სინამდვილეში კი, ფიზიკური შეხებით ბავშვს სერიოზულ ზიანს ვაყენებთ, ისინი ხდებიან უფრო ჯიუტები, დაუმორჩილებლები და სწავლობენ ქცევის აგრესიულ ფორმებს, ფიზიკური დასჯის შედეგად ბავშვი უფრო აგრესიული ხდება და თვითონაც იწყებს სხვა ბავშვების ცემას“, – აცხადებს ფსიქოლოგი.

 

გადაცემა ვრცლად

მსგავსი თემები