LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს, “სტრატეგია აღმაშენებელში” მიხვდნენ, რომ პრემიერის პოსტზე პრეტენზიები რეალობასთან შესაბამისობაში არაა და მესამე ძალობით დაკმაყოფილდებიან – შალვა პაპუაშვილი

65
unnamed

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება “მესამე ძალის” შექმნას გამოახმაურა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მთავარია შინაარსი, რადგან მჭექარე სახელწოდება ბევრს არაფერს ნიშნავს.

“ხვალ ჩვენი საარჩევნო კამპანია გაიხსნება” – გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძის მესამე ძალას უერთდება

“ერთია სახელწოდება და მეორე შინაარსი. ბევრი გვინახავს მჭექარე სახელწოდებით, მაგრამ ნულოვანი შინაარსით. მთავარია, რომ შინაარსით დატვირთონ, თუკი მათ სურთ სერიოზული პოლიტიკური ძალის შექმნა. ერთი რაც შეიძლება ითქვას -აქამდე “სტრატეგია აღმაშენებლისგან” გვესმოდა პრეტენზიები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ეს პრეტენზიები რეალობასთან მთლად შესაბამისობაში არ მოდის და ახლა მესამე ძალობით დაკმაყოფილდებიან,”-განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები