LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხვალ ჩვენი საარჩევნო კამპანია გაიხსნება” – გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძის მესამე ძალას უერთდება

90
BeFunky-collage (3)

30 აგვისტოს „მესამე ძალა“ პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს, სადაც მისი პოლიტიკური გზავნილები გაჟღერდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე ძალაში წარმოდგენილი იქნება ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე.

“მესამე ძალა არის ღია პლატფორმა, რომელშიც ერთიანდებიან და გაერთიანდებიან როგორც პოლიტიკური ძალები, ასევე, ცალკეული ინდივიდები, ცალკეული წარმატებული პროფესიონალები და ამის შესახებ ხვალ გავაკეთებთ განაცხადს, ხვალ იქნება კამპანიის გახსნა, ხვალ იქნება მესამე ძალის პრეზენტაცია, ჩვენ წარვდგებით პირველი ნომრით ამ არჩევნებზე, რომლის ნაწილიც იქნება სტრატეგია აღმაშენებელი, ასევე, ცალკეული ინდივიდები, მათ შორის, ბატონი გრიგოლ ვაშაძეც იქნება მესამე ძალის ფარგლებში წარმოდგენილი”, – განაცხადა ჩიხლაძემ პირველი არხის ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები