LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა, საქართველოს დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია – ირლანდიის ვიცე-პრემიერი

223
simon-kovini

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმი გახსნა.  სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორც დღეს არის. პრეზიდენტმა ფრანგ მეწარმეებს საქართველოს სრული ევროპიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ბიზნესმენთა ფორუმზე სიტყვით ირლანდიის ვიცე-პრემიერი გამოვიდა. საიმონ კოვინი სალომე ზურაბიშვილს დაეთანხმა, რომ საქართველოს ადგილი და მისი ნამდვილი სახლი ევროკავშირშია.

„საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ასოცირების შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. როგორც პატარა კუნძული ევროკავშირის დასავლეთ სანაპიროსთან, ირლანდია ევროკავშირის წევრობამ შეცვალა. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეკონომიკურად, სოციალური ტრანსფორმაციის კუთხით და, რა თქმა უნდა, მშვიდობისა და სტაბილურობის გამო. გზა ევროკავშირში გაწევრიანებამდე გრძელი და როგორც თავადაც იცით, გამოწვევებით სავსეა.

ჩვენი სურვილია, ევროკავშირის წევრობიდან სარგებელი ნახონ ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე იმ ქვეყნებმაც, რომლებსაც ასევე სურთ, იყვნენ ჩვენ მიერ ერთობლივად შექმნილი სახლის წევრები. მინდა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა, ამ სახლის მეორე მხარეს, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ირლანდიის ვიცე-პრემიერმა, საიმონ კოვინიმ.

ფორუმს ფრანგული ბიზნესსექტორის 700-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის ისინიც, ვინც უკვე მუშაობენ ქართულ ბაზარზე.

პოპულალურები